,,რჩევას მივცემ მამაშვილურს - გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის - სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით''- ანზორ მელია

 

რჩევას მივცემ მამაშვილურს - გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის. მაგას მარტო თავისი თაყვანისმცემლები კი არ უსმენენ, მთელი საქართველო უსმენს. სირცხვილია, ყოფილი პრეზიდენტია, ყოველ ჯერზე გამოდის და ახალ-ახალ რაღაცებს ამბობს. მე მაგალითად, მრცხვენია მაგ კაცის მაგივრად, - ამის შესახებ "პარაიმ ტაიმთან" საუბარში ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, სააკაშვილს, სხვებთან ერთად, მისი შვილიც ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, თუმცა, ამის მიუხედავად "არაჟანში და ნაყინებში" მჯდარ სააკაშვილს არავინ დახვდა საქართველოში, რის გამოც იგი გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის.

"ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.

ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის," - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით.

"ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით მან უღალატა ნიკას. "ნაციონალები" "ვსიო", აღარ არსებობს უკვე. ხალხი მაგათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ რა ხდება?

თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს - ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მაგან დაგვიტოვა ივანიშვილი, მაგისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს", - განუცხადა ანზორ მელიამ "პრაიმ ტაიმს."

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რჩევას მივცემ მამაშვილურს - გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის - სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით''- ანზორ მელია
საქართველოს საგარეო უწყება - საქართველოს ელჩს გერმანიის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები, ქართულ მხარეს გერმანული მხარისგან ოფიციალური განმარტება არ მიუღია
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია - დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება - აშშ ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
მამუკა მდინარაძე - დავალება თუ იქნება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს, ცალკე ანეკდოტია
მამუკა მდინარაძე - ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც
ნიკა მელია - სააკაშვილმა სწრაფად უნდა დაასახელოს „ანონიმური“ კაცი, ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვერ გავა, ფაქტია, „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა
მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში
მამუკა მდინარაძე - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება მიეკუთვნება იმ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებებს, რომელიც უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
მამუკა მდინარაძე - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
,,პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს''- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა''-მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
ირაკლი კობახიძე - ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი
ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის
,,ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო "ქოცებთან", რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა''- ანა წითლიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა