უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" ისაუბრა.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება" - განაცხადა ვიცე-მერმა.
გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ასფალტის საფარის დაგებას, აქ გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რაც ათწლეულებია არ განახლებულა.
თბილისის ვიცი მერმა განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი, GWP-თან და სხვა პროვაიდერ კომპანიებთან ერთად.
„ამ ყველა დაგეგმილ სამუშაოს აუცილებლად შევასრულებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც იქნება განხორციელებული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები გვექნება, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით" - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ - კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით
2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
მესტიის მოსახლეობის 70% სოცდაუცველთა ბაზაშია - ისინი დენის ტარიფის სუბსიდიას მიიღებენ
,,შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება''- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
ირაკლი კობახიძე, ფოკაში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შიო მესამეს ღია წერილით მიმართავენ
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ
უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრისა და შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად - ერთად დავძლიოთ აუტიზმი
შიო მესამე - სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
"არის ერთი ნიუანსი" - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ელი ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა