კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს" ერთგული მხარდამჭერია თიბისი.
ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო" წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.
კინოპრემია „ელისოს" 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან.
ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი - გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები:
საუკეთესო ფილმი:
· მილი
· არავინ არ ჩანს
· ხმელი ფოთოლი
· თემორე
· ქართლის ცხოვრება
საუკეთესო რეჟისორი:
· არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე
· ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
· ცხრათვიანი კონტრაქტი - ქეთევან ვაშაგაშვილი
· ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე
საუკეთესო ოპერატორი:
· მილი - შალვა სოყურაშვილი
· ქალაქის ხმაური - შალვა სოყურაშვილი
· ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე
· ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
საუკეთესო მონტაჟი:
· ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე
· თემორე - ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი
· არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე
· ცხრათვიანი კონტრაქტი - ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერ
საუკეთესო კინომუსიკა:
· არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე
· ხმელი ფოთოლი - გიორგი კობერიძე
· ქართლის ცოხვრება - ნიკა ფასური
· მილი - ლაშა ცქვიტინიძე
საუკეთესო მსახიობი:
· თაკი მუმლაძე- არაფერი ბრუნდება, არაფერი მეორდება, ყველაფერი რეალურია
· ნინი იაშვილი - ქალაქის ხმაური
· ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი - მილი
· ლაშა გომელაური - ქალაქის ხმაური
დაჯილდოების ცერემონიაზე „ნატო ვაჩნაძის ფონდი", ასევე დაასახელებს 2026 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა საუკეთესო კინომუსიკის (ორიგინალური მუსიკა) ნომინაცია.
თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე", რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
(R)
მსგავსი სიახლეები
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
Გამოცხადდა 2026 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ - კერძო მანქანით იარონ თუ ავტობუსით
2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
მესტიის მოსახლეობის 70% სოცდაუცველთა ბაზაშია - ისინი დენის ტარიფის სუბსიდიას მიიღებენ
,,შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება''- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
ირაკლი კობახიძე, ფოკაში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შიო მესამეს ღია წერილით მიმართავენ
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ
უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრისა და შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად - ერთად დავძლიოთ აუტიზმი
შიო მესამე - სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
"არის ერთი ნიუანსი" - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი