გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრათ
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დემეტრე ჩიქოვანს 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად ცხრა წელი და ცხრა თვე განესაზღვრა.
სასამართლომ ანი ნასყიდაშვილს შვიდი წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მასაც სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებულმა ბრალი აღიარა
ირაკლი კობახიძე - პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება დაიცვა, საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულწილად - გიგა ავალიანის დედა
სამეგრელოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრათ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს
სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ თურქეთის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა
გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ფაქტი - სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია - შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი
სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა... - თვითმხილველი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე
,,ასეთი აბსურდი არასოდეს მინახავს''- ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარედგინათ
ბრალთან ერთად, ალბათ, გამოკითხვა იქნება, წინა შეხვედრაზე ბრალს არ აღიარებდა - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატი
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
თბილისში გარდაცვლილი ინდოელი ტურისტის მშობლები ინდურ მედიასთან აცხადებენ, რომ მათი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა ბინის მესაკუთრისგან, რომელიც მისგან თანხას ითხოვდა
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია, ის გულბაათ რცხილაძეა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა