ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა.

 

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევიმ და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ორალოღლუმ.

 

ამასთან, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ასევე სტუმრები უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

 

„ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის, რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად", - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას"
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მარიამ ქვრივიშვილი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა
პრემიერი - საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში
TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
ვალუტის განახლებული კურსი 2 ივნისისთვის
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
"ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს"-მარიამ როჭიკაშვილი
საქსტატი - 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა
"ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის"-ნატალია ჩანადირი
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 126 ტონა კარბამიდის სასუქი და 67 ტონა ფქვილი გაიგზავნა
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის"
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს