მარიამ ქვრივიშვილი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრი, დავით ხუდატიანი ესწრებოდნენ.

 

მინისტრის განმარტებით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო-თბილისი-ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.

 

„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა მარაბდა-კარწახის 180-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა: მათ შორის, ეს არის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, გზაგამტარები, წევის ქვესადგურები, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.

 

„ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი და სწორედ ამიტომ ძლიერდება საქართველოს როლი ამ პროცესში", - აღნიშნა მინისტრმა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან" და საქართველოს რკინიგზასთან ერთად, აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან აქტიურად მუშაობდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. ერთობლივი კოორდინაციისა და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ხაზის ოფიციალურად ამოქმედება.

 





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას"
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მარიამ ქვრივიშვილი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა
პრემიერი - საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში
TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
ვალუტის განახლებული კურსი 2 ივნისისთვის
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
"ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს"-მარიამ როჭიკაშვილი
საქსტატი - 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა
"ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის"-ნატალია ჩანადირი
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 126 ტონა კარბამიდის სასუქი და 67 ტონა ფქვილი გაიგზავნა
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის"
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს