„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი

 

ვარშავის, ვენისა და ბერლინის შემდეგ, პეტერ მადიარი პარიზში იმყოფება - ორბანის სისტემის დამამხობელი ევროპულ დედაქალაქებს ისეთი ტემპით სტუმრობს, რაც ყველაფერს ამბობს მის ამბიციაზე: აჩვენოს, რომ უნგრეთი შეიცვალა, ბუდაპეშტი დაბრუნდა და ევროპას კვლავ შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს, - წერს ფრანგული გამოცემა Le Point-ი სტატიაში სათაურით „არც იარაღი და არც ფული უკრაინას" - პეტერ მადიარი ორბანის სისტემაშია გაჭედილი".

სამშაბათს ბერლინში, ფრიდრიხ მერცი აღფრთოვანებული იყო, მიესალმებოდა რა „ისტორიულ გარდატეხას" და უნგრეთს „კონტინენტისთვის შთაგონების წყაროდ" მოიხსენიებდა. შემდეგ კი, ერთი კითხვის პასუხად, გაისმა ფრაზა, მკაფიო და საბოლოო: „უნგრეთი არ გაგზავნის არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინაში და ეს ძალაში რჩება უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებშიც".

პეტერ მადიარი უკრაინასთან დაკავშირებით კურსს არ ცვლის. კანცლერ მერცს კი საგრძნობლად უწევს ემოციების დაცხრობა.

უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ყოველ ნაბიჯზე ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, თუმცა, რაც შეეხება რუსეთს, მას ჯერჯერობით არ შეუძლია თავს სრული დამოუკიდებლობის გაბედულება მისცეს.

„ეს იმ მარტივი და აშკარა მიზეზის გამო ხდება, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია ერთ დღეში გაწყვიტოს ის ენერგეტიკული კავშირები, რომელთა ეჭვქვეშ დაყენებაც მის წინამორბედს არასოდეს სურდა და პირიქით, წლების განმავლობაში მეთოდურად აძლიერებდა კიდეც", - ნათქვამია სტატიაში.

„საკმარისია მხოლოდ მონაცემებს შევხედოთ: 2023 წელს რუსული გაზი უნგრეთის იმპორტის 78.1%-ს შეადგენდა, რომელიც ქვეყანაში „თურქული ნაკადის" გაზსადენით შედის. უნგრეთის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 70% კი რუსეთიდან, ნავთობსადენ „დრუჟბას" მეშვეობით მოდის, რომლის მარშრუტის ნაწილიც ზუსტად უკრაინის ტერიტორიაზე გადის", - წერს სტატიის ავტორი.

 

 





მსგავსი სიახლეები
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა ​მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი
მარია ზახაროვა - სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს
ნიკოლ ფაშინიანი - მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა და ამას ჩემს უდიდეს დამსახურებად მივიჩნევ
,,ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში''- მარკო რუბიო
გაფიცვის გამო ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა
რუსეთი სომხური ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს
ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
,, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია''- ტრამპი
კირილ ბუდანოვი - უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე
,,ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეტყობინება არ მიმიღია''- ტრამპი
ირანის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ ლაბორატორიად იქცა
მედია - ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
Iran International - მასუდ ფეზეშქიანმა ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა
..რუსული დრონები უკრაინაზე თავდასხმის დროს ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ შემოიჭრებიან, დამატებით დიპლომატიურ ზომებს არ გამორიცხავთ''- რუმინეთის პრეზიდენტი