ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან

 

„სამთავიანმა ომის პარტიამ" დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ ჩვენს რუს პარტნიორებთან, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა „არმენიის" ბლოკის ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, „ძლიერი სომხეთის" ბლოკის ლიდერი სამველ კარაპეტიანი და პარტია „აყვავებული სომხეთის" თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი.

„„სამთავიანმა ომის პარტიამ" დაისახა მიზანი - შევიდეთ კონფლიქტში ჩვენს რუს პარტნიორებთან. მე ვუთხარი ჩვენს რუს პარტნიორებს: ჩვენ არ ვიბრძოლებთ თქვენთან, არ ვიკამათებთ, არ ჩავერთებით დებატებში ან სიტყვიერ ომში, მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ არც ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.

„რუსეთის პრეზიდენტმა პირველ ივნისს დამირეკა, რათა დაბადების დღე მოელოცა, თუმცა საქმიანი საუბარიც გვქონდა და შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ ისევ წავიდოდი, შევხვდებოდით და ყველა მიმდინარე საკითხს მოვაგვარებდით", - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა
ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა ​მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი
მარია ზახაროვა - სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს
ნიკოლ ფაშინიანი - მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა და ამას ჩემს უდიდეს დამსახურებად მივიჩნევ
,,ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში''- მარკო რუბიო
გაფიცვის გამო ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა
რუსეთი სომხური ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს
ვლადიმერ პუტინი - როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას შეუძლია რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის დარტყმების მიყენება თითქმის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
,, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია''- ტრამპი
კირილ ბუდანოვი - უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე
,,ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეტყობინება არ მიმიღია''- ტრამპი
ირანის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ ლაბორატორიად იქცა
მედია - ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა