არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებასა და არასრულწლოვნების მიმართ სხვა დანაშაულებში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის თანახმად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, აყენებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ასევე მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა დაზარალებული დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და სისტემატურად აწევინებდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას". მოიპოვა მისი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომლსაც მობილურ ტელეფონში ინახავდა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა, ხოლო მესამე არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" და მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით, 11 პრიმა-141-ემუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით, 141-ემუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 11 პრიმა-144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტით წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი
გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი" -Intelligence Online
თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
„ბავშვს ხდიდნენ და იატაკზე აწვენდნენ 4 საათი...“ - საბავშვო ბაღში , შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებასა და არასრულწლოვნების მიმართ სხვა დანაშაულებში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებულმა ბრალი აღიარა
ირაკლი კობახიძე - პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება დაიცვა, საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულწილად - გიგა ავალიანის დედა
სამეგრელოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრათ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს