კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

 

კახა კალაძემ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს.

 

„მივესალმები და მადლობას გადავუხდი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს ახალგაზრდებს. ასევე, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს - პროფესორ ჯონ მერშჰაიმერს, პროფესორ ჯეფრი საქსს, ევროპარლამენტარ მიქაელ ფონ დერ შულენბურგს, ევროპარლამენტარ რუთ ფირმენიჩს.

 

მოხარული ვარ, რომ თბილისი კვლავ მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს, რომლის მთავარი თემაა „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის". ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას.

„ყველას კარგად გვესმის, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ სტატისტიკა და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები; ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება.

 

მოხარული ვარ, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს, როგორც რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ცენტრს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური იდეების გაზიარებასა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

 

მჯერა, რომ მხოლოდ ერთიანობით, პასუხისმგებლობისა და საერთო მიზნების გაზიარებით შევძლებთ ღირსეული გარემოს შექმნას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ღონისძიებას ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია, კახა აბულაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები.

 

თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ყაზახეთიდან 21 583 ტურისტი ეწვია
Le Figaro: "საქართველო - ემოციების ისტორია"
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
თამარ იოსელიანი: "შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება"
თამარ იოსელიანი: "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში"
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
პრემიერი:Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას"
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მარიამ ქვრივიშვილი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა