თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მტკვარში 3 ივნისს გადავარდნილ ავტომობილსა და მის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ბიჭის ოჯახის წევრები და თანასოფლელები. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი "ჯეტას" მარკის ავტომობილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით გადაადგილდებოდა, როცა მას უკნიდან მანქანა დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მანქანა მტკვარში გადავარდა. ამ შემზარავ ფაქტს როგორც ჩანს, ჰყავს თვითმხილველები და ტრაგედიის წუთიდან მიდის სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერჯერობით ავტომობილს ვერ მიაგნეს. ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა.
მსგავსი სიახლეები
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი
გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი" -Intelligence Online
თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
„ბავშვს ხდიდნენ და იატაკზე აწვენდნენ 4 საათი...“ - საბავშვო ბაღში , შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებასა და არასრულწლოვნების მიმართ სხვა დანაშაულებში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებულმა ბრალი აღიარა
ირაკლი კობახიძე - პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება დაიცვა, საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულწილად - გიგა ავალიანის დედა
სამეგრელოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრათ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს