მიხეილ სააკაშვილი - გვინდა, გადავრჩეთ? შევიარაღდეთ, შევქმნათ ახალი ჯარი, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი

გვინდა გადავრჩეთ? - შევიარაღდეთ, ხელახლა შევქმნათ ჯარი. მომავალში ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6-თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, სადაც მას ასწავლიან თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს.ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველო მუდმივად უნდა ემზადებოდეს თავდასხმის მოსაგერიებლად.

 

„დღევანდელი ქოცური ნარატივი გლობალურ პროცესებზე არის შემდეგი: 1) სამყარო არეულია; 2) ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, უკიდურესად პასიურად („დიპლომატიას" რასაც ეძახიან), დაახლოებით ისე, ზოგიერთი ცხოველი საფრთხის დანახვისას თავს რომ მოიმკვდარუნებს ხოლმე, რამენაირად გავძვრებით-ვერ გავძვრებით. სინამდვილეში, მომკვდარუნებამ გამოიწვია ყველა მეგობრის დაკარგვა და საქართველოს უკიდურესი დასუსტება, რაც პირდაპირ ეპატიჟება აგრესიას და ოკუპაციას, რისი საფრთხეც ყოველთვის იარსებებს, სანამ არსებობს რუსეთი და ამ უკანასკნელის დაშლის (რისი დიდი იმედიც მაქვს მე) შემდეგაც ჩვენ მეზობლად გვეყოლება აგრესიული ჩრდილოეთ კავკასია. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა და ჯარის მაქსიმალური გაძლიერება. რამ გადაარჩინა 2008 წელს საქართველო? - დაწყებული 1 აგვისტოს ჩვენზე პირველი თავდასხმებიდან, 12 აგვისტომდე ჩვენი ჯარის ძლიერმა წინააღმდეგობამ და შემდეგ საქმეში უკვე ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების ჩართვამ, რომელთა შორის ყველაზე ძლიერმა - ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია რუსების გაჩერება. ესაა მოდელი მომავლისთვისაც, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაძლონ მანამდე, სანამ საქმეში არ ჩაერთვება ჩვენი რომელიმე ძლიერი მოკავშირე, რაც შეიძლება იყვნენ უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი. სამივესთან დაგვჭირდება თავდაცვითი პაქტი, იმის მსგავსი, რაც არსებობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. გარდა ამისა - ევროკავშირიც მალე გარდაიქმნება სამხედრო ბლოკად და ჩვენ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ თავდასხმის მოსაგერიებლად და ამისთვის პარკეტის ჯარი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ომზე არ უნდა იფიქროს, სრულიად გამოუყენებელია. აბა, სხვა რაზე უნდა იფიქროს ჯარმა, თუ არა ომზე, ბატონო ოფიცრებო და ჯარისკაცებო??? მე ნულიდან შევქმენი საქართველოს შეიარაღებული ძალები, გავზარდე რა მათი ყოველწლიური ბიუჯეტი, რეალურად 20 მილიონი დოლარიდან, მინიმუმ, 1 მილიარდ დოლარამდე. თუ ადრე ჯარისკაცები მინდორში დაჭერილი გველებით იკვებებოდნენ (ამის კადრები არსებობს), ჩვენ შევქმენით თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სამხედრო წარმოება, ადეკვატური თავდაცვის რკალი თბილისისთვის.

 

მომავალში ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6-თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, სადაც მას ასწავლიან თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს. ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი (ნაცვლად დღევანდელი 25 ათასისა), პლუს კიდევ 10-15 ათასი დაქირავებული უცხოელი სამხედრო, როგორც დავით აღმაშენებლის დროს, და ჩვენ გვჭირდება სრული ინტეგრაცია, იმედია იმ დროისთვის უკვე გამარჯვებული უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში. რუსეთმა და მისმა შემცვლელებმა ყველა შემთხვევაში უნდა იცოდნენ, რომ აქ ხელახლა დინგის შემოყოფა არცერთ შემთხვევაში არ იქნება ადგილი გასეირნება და რომ ჩვენ უკან დგანან მძლავრი მეგობრები, რომლებიც რაღაც ეტაპზე, აუცილებლად ჩაერთვებიან აგრესიის მოგერიებაში. ახლა ვიღაც „კეთილისმოსურნეები" დაიწყებენ შეპასუხებას, რომ ომისთვის მზადებაზე საუბარი არ არის პოლიტიკურად მომგებიანი და მომავალში ყველა ქართველის გაწვევის გეგმა ჰიპოთეტიურ არჩევნებში ხმას დაგვაკარგვინებს, მაგრამ მე არ ვაპირებ ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და „სიცრუეში ვაცხოვრო". ჩვენ გარშემო რეალობა არის ძალიან საშიში და ჩვენ, პოლიტიკური ანესთეზიის ნაცვლად, ყველას სიმართლე უნდა ვუთხრათ და ასევე, გარდა ყველაფრისა, უნდა გვახსოვდეს (მე ეს სულ მახსოვს და ვფიქრობ ამაზე), აფხაზეთი გვაქვს

გასათავისუფლებელი.

ყველაფერი ეს საქართველოს მილიტარიზაციას გარდაუვალს ხდის. გვინდა, გადავრჩეთ? - შევიარაღდეთ, ხელახლა შევქმნათ ჯარი. ქოცური ნარატივი - რუსულ დათვს თუ დავუწვებით, არ დაგვგლეჯს - სრულიად აცდენილია რეალობას და ჩვენს უახლოეს ისტორიულ მახსოვრობას. საქართველო არის სასიკვდილო საფრთხეში და მოქმედებაა საჭირო. ამ მოქმედების პირველი ნაბიჯია დიქტატურის სასწრაფოდ მოშორება და შემდეგ ეგრევე ის ნაბიჯები, რაც ზემოთ აღვწერე", - წერს სააკაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - გვინდა, გადავრჩეთ? შევიარაღდეთ, შევქმნათ ახალი ჯარი, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე​
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს
იტალიის ელჩი - იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ