გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა, უკანონო აქტივების კვალზე მიდევნება, აღმოჩენა და შემდგომი კონფისკაცია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები.
„2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობაც, რომელიც გამოტანილია 102 პირის, მათ შორის, 23 იურიდიული პირის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქტივების ღირებულება კი აღემატება 75 მლნ. ლარს. პირველად იქნა ჩამორთმეული 19,4 მილიონი ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
ფულის გათეთრება არალეგალურ მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული დანაშაულია, რაც აისახა კიდეც ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულებაზე, რომელიც 2025 წელს 201,5 მილიონ ლარს აღემატება. წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილია ამოღებული და დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებების და უძრავი ქონების ღირებულება. ფულის გათეთრების ფაქტებზე 170 დაზარალებულისთვის და სახელმწიფოსთვის ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი, მათ შორის 815 912 ლარის ზიანი აუნაზღაურდა სახელმწიფოს", - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
გენერალური პროკურორის თქმით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი
გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი" -Intelligence Online
თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
„ბავშვს ხდიდნენ და იატაკზე აწვენდნენ 4 საათი...“ - საბავშვო ბაღში , შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებასა და არასრულწლოვნების მიმართ სხვა დანაშაულებში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებულმა ბრალი აღიარა
ირაკლი კობახიძე - პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიება ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მოსამართლემ არა მარტო ჩემი შვილის ღირსება დაიცვა, საქართველოს მომავალიც დაიხსნა გარკვეულწილად - გიგა ავალიანის დედა
სამეგრელოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრათ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს