საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავის ეროვნული ხელოვნების ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.

საზეიმო ღონისძიებას კანადის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.

საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნინო წილოსანმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა არის ისტორიული მომენტი, რომელმაც განსაზღვრა ქართველი ერის ურყევი ნება, თავად ჩამოაყალიბოს და შექმნას საკუთარი მომავალი, როგორც თავისუფალმა და სუვერენულმა სახელმწიფომ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქალაქ ოტავას და კანადელ ხალხს ქალაქის დაარსების 200 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა კანადას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს უძველეს ცივილიზაციასა და კულტურულ კოდზე. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ასევე ყურადღება გაამახვილა იუნესკო-ს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ქართულ ტრადიციებზე - ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდსა და ქართული ხორბლის კულტურაზე, რაც უწყვეტი სახელმწიფოებრივი და ცივილიზაციური მეხსიერების დასტურია.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა
მაკა ბოჭორიშვილი - ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი
გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი და ხელი შეუწყოს მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას
მაკა ბოჭორიშვილი - მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
სერგეი ლავროვი - საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება
სენატორი ტიმ შიჰი - ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენ საქართველოს გვერდით ვიბრძოლებთ ამ თავისუფლებისთვის
გიორგი ზურაბაშვილი - მზად ვართ, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
მიხეილ სააკაშვილი - გვინდა, გადავრჩეთ? შევიარაღდეთ, შევქმნათ ახალი ჯარი, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე​
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას