ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ

მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ. წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება „ერთიან ნაციონალური მოძრაობა". იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება.

ამასთან, როგორც გვარამია წერს, იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ალიანსის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.

„ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც. რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.

P.S. „ნაცმოძრაობა", სადაც, ბოლო რამდენიმე წელია, სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია", - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში სტუმრობისას განაცხადა: „არ მეგონა, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე". ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმ შიდაპარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად „ახალშია". სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა, რომ ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა. ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგან საუბარი იყო, რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია, მერწმუნეთ, ვინ-ვინ და მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი „ნაციონალურ მოძრაობაში", რათა კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 





მსგავსი სიახლეები
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 აპრილს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა
მაკა ბოჭორიშვილი - ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი
გაერო-ში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი და ხელი შეუწყოს მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას
მაკა ბოჭორიშვილი - მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
სერგეი ლავროვი - საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება
სენატორი ტიმ შიჰი - ამერიკა დგას ნებისმიერი ქვეყნის გვერდით, რომელსაც სურს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენ საქართველოს გვერდით ვიბრძოლებთ ამ თავისუფლებისთვის
გიორგი ზურაბაშვილი - მზად ვართ, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
მიხეილ სააკაშვილი - გვინდა, გადავრჩეთ? შევიარაღდეთ, შევქმნათ ახალი ჯარი, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი
თამარ ტალიაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო, ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ
ეს ალიანსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტები გაერთიანებაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე​
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება