უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

 

უკრაინამ და რუსეთმა 185-185 სამხედრო ტყვე გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები, რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები.

„ისინი იცავდნენ ჩვენს ქვეყანას მარიუპოლსა და აზოვსტალში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და კურსკის რაიონებში. მათ შორის არიან ისინი, რომლებიც რუსული ტყვეობის ქვეშ წლების განმავლობაში, 2022 წლიდან იმყოფებიან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაცვლით ღონისძიებებში ჩართულ ყველა ადამიანს. კოორდინაციის შტაბმა განაცხადა, რომ ეს ტყვეების 75-ე გაცვლაა.

185 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის გარდა, დააბრუნეს ერთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც რუსებმა 2022 წელს აიყვანეს ტყვედ.

როგორც უკრაინული მედია წერს, დღეს გათავისუფლებული სამხედროების ნახევარზე მეტი 2022 წელს დაატყვევეს, ზოგიერთი მათგანი მარიუპოლის დაცვის დროს. კოორდინაციის შტაბის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არის უნიკალური ვერტმფრენის ოპერაციის - აზოვსტალში საჰაერო ხიდის მონაწილე.

გათავისუფლებულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 26 წლისაა, ყველაზე უფროსი კი - 62 წლის.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა
„აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია და არც არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას“- აზერბაიჯანის საგარეო უწყება
პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები
აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს
ზელენსკი პუტინს წერილით მიმართავს - ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი
ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ
გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა
ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა ​მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი
მარია ზახაროვა - სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს