„აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია და არც არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას“- აზერბაიჯანის საგარეო უწყება
აზერბაიჯანმა პარასკევს უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი.
განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს „სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და CNN-ს რეპორტაჟის გაწვევისკენ მოუწოდა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ მსგავსი მტკიცებები მანამდეც არაერთხელ უარყო და თავისი პოზიცია CNN-ს მასალის გამოქვეყნებამდეც მიაწოდა.
უწყებამ რეპორტაჟი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა ყოველგვარი სანდო მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე.
მათივე განცხადებით, მასალაში უგულებელყოფილი იყო აზერბაიჯანის ოფიციალური პასუხი, რამაც დაარღვია ობიექტურობისა და პროფესიული ჟურნალისტიკის პრინციპები.
„როგორც არაერთხელ აღინიშნა, მტკიცებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია რომელიმე მესამე ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების, სადაზვერვო საქმიანობის ან სხვა მტრული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, სრულიად უსაფუძვლოა", - განაცხადა სამინისტრომ.
„აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია და არც არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას", - დასძინა უწყებამ.
სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აზერბაიჯანი ერთგული რჩება მშვიდობის, რეგიონული სტაბილურობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისა, ხოლო აღნიშნული ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ მცდელობად შეაფასა.
უფრო ადრე CNN-მა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ირანთან კონფლიქტის დროს ისრაელმა აზერბაიჯანში ფარულად განათავსა ელიტარული სამხედრო და სადაზვერვო ქვედანაყოფები, რაც ახლო აღმოსავლეთში არსებული იმ საიდუმლო ბაზების ქსელის ნაწილი იყო, რომლებიც თეირანის წინააღმდეგ ოპერაციების ხელშეწყობისთვის გამოიყენებოდა.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დენაციფიკაციის მიზნის მიღწევას, ზელენსკის წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი მიზანი დონბასის გათავისუფლების მიღწევაა, ეჭვი არ არის, ამას მივაღწევთ
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა
„აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია და არც არასოდეს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებას“- აზერბაიჯანის საგარეო უწყება
პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დონალდ ტრამპს რეგიონში წმინდა ადგილებზე წვდომის გარანტია სთხოვა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები
აზოვის ზღვაში უცხოური სატვირთო გემების წინააღმდეგ დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
რუმინეთის ქალაქ კონსტანის პორტში დრონი აფეთქდა, ტერიტორიიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა
კიევი ევროკავშირს 23 წელს გადაცილებული უკრაინელი მამაკაცებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას სთხოვს
ზელენსკი პუტინს წერილით მიმართავს - ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი
ხორვატიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბელგიაში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ
გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა
ნიკოლ ფაშინიანი - „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან
კონგრესმენმა სარა ჯეიკობსმა მარკო რუბიოს მიმართა - „ამერიკელი ხალხი სულელი არ არის, ყველამ ვიცით, რომ ირანთან ომი არ დასრულებულა“
„არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი
მარია ზახაროვა - სომხეთის მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ქვეყანა უნდა გადაარჩინონ
11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს