მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

 

მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.

"რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა
,,ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების''- მიხეილ სარჯველაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო - ვალუტის კურსი
ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები -მამა შალვა კეკელია
6-8 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას
სან ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
გივი მიქანაძე პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ირაკლი კობახიძე-ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 ივნისის ამინდის პროგნოზი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს