ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის

ნიკა გვარამია 14 წლის განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი იდეოლოგი და ამ 14 წლის განმავლობაში ამ პარტიაში ვერავინ მიიღებდა გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას თანხმობის გარეშე. ამიტომაც გაუგებარია, ვისკენ იშვერს თითს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პარტიაში არიან, იმის გამოსწორებას ცდილობენ, რაც ნიკა გვარამიამ ამ 14 წლის განმავლობაში გააფუჭა.

 

„ადამიანებს, ვინც პარტიაში ამჟამად ვართ, არ გვიღალატია ციხეში მჯდომი პრეზიდენტისთვის, ციხეში მჯდომი მოწამლული პრეზიდენტისთვის, რომელიც სიკვდილს ებრძოდა. ბრძოლას ვაგრძელებთ, ვცდილობთ იმის გამოსწორებას, რაც ნიკა გვარამიამ ამ 14 წლის განმავლობაში პარტიაში გააფუჭა; და მეორე, ამ პარტიას ძალიან ბევრი უნახავს. ამ პარტიის, და არამხოლოდ ამ პარტიის, საქართველოს ისტორიას რომ გადახედოთ, ისტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის არის ღალატის ისტორია. უბრალოდ სამწუხაროა, რომ გვარამია, რომელსაც შეიძლებოდა, ამხელა პოტენციალი ჰქონოდა, ფაქტობრივად შეენაცვლა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს და დაიკავა ქალბატონი ჩერგოლეიშვილის პოზიცია სააკაშვილთან მიმართებაში. ვგულისხმობ იმ რიტორიკას, რა რიტორიკაც აქვს სააკაშვილთან მიმართებაში და რაც ერთი ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების" რიტორიკას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მისი თქმით, ყველაზე საინტერესოა ის, როდის იწყება ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ისტერიკა.

 

„ისტერიკა იწყება მაშინ, როდესაც დაისვა მთავარი კითხვები: რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს და ძმებ გილაურებს „ახლების" დაფინანსებაში? რატომ დააფინანსა ირაკლი გალაურმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ასევე მისმა ძმამ, ნიკა გილაურმა „ახლების" წინასაარჩევნო კამპანია? რატომ გვეუბნებოდნენ, რომ ნიკა გილაური უნდა ყოფილიყო შუალედური პრემიერობის კანდიდატი 2024 წლის არჩევნებზე? საიდან ჰქონდათ „ახლებს" ეს ფული? როგორ გაატარა ბიძინა ივანიშვილმა ეს ფული? როგორ მიაცემინა გილაურებს ეს ფული „ახლებისთვის", როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა" ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ მინიმალური დაფინანსებაც არ ჰქონდა პარტიას? ხომ არ იყო გარიგება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაერთმიათ ხმები და შემდეგ ზუსტად ისე მიეტაცებინათ ის არჩევნები, როგორც მიიტაცეს 2024 წელს? არაფერს არ ვამტკიცებ. ეს არის კონკრეტული კითხვები, რა კითხვებიც მაქვს მეც და საზოგადოებას. ამ კითხვებს უნდა უპასუხონ გვარამიამ და მელიამ კონკრეტული და დამაჯერებელი ფაქტებით, არა ისე, როგორც ახლა პასუხებენ. როდესაც კითხვები დაისმება გალაურთან დაკავშირებით, იწყება ეს ტანტრუმი სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობას" წინააღმდეგ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბევრი მსგავსი პროცესი გაუვლია იმ ადამიანებისგან, ვინც თავად შექმნა პოლიტიკურ ველზე.

 

„ნიკა გვარამია იყო, მათ შორის, ის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის" იდეოლოგი იყო, არამედ საკუთარი თავის შესაქმნელად ყველანაირად გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის რესურსი. რა პრეტენზია აქვს ნიკა გვარამიას, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე გილაურისგან, ანუ, ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილოსგან ფინანსდებოდა, რომ მიუთითოს „ნაციონალურ მოძრაობას". ხომ არ დაავიწყდა, 14 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" აქტივი რომ მშიერი იყო და შიშველი ხელებით იბრძოდა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თვითონ რამდენს იღებდა ხელფასს ჯერ „რუსთავი 2"-ში და მერე „მთავარში". ამიტომ, ამ თითის ქნევას „ნაციონალური მოძრაობა" გვარამიასგან არ მიიღებს. ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალურო მოძრაობა" და პირადად მიხეილ სააკაშვილი, ნამდვილად არის ნიკა გვარამია", - განაცხადა ანა წითლიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება
საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს
ნიკა გვარამია - არასერიოზულია, ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს „ნაცმოძრაობა“, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ
უნგრეთის მთავრობა ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი - ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა გაერო-ში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა