ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებულ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება - ყველას მოგიწოდებთ, 20 ივნისს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და ამ საპროტესტო მარშს შევუერთდეთ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ დაანონსებულ აქციაში ჩართოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებულ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება. მიგვაჩნია, რომ 20 ივნისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პირველად გაბედა კრემლის საამებლად ანტისაოკუპაციო აქციის ბრუტალური და სისხლიანი დარბევა. მაშინ ათეულობით ახალგაზრდამ ისეთი მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც მათ ცხოვრებაზე აისახა, თუმცა ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას თავისუფლებისთვის ბრძოლა არ შეუჩერებია. 20 ივნისი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ივანიშვილმა ძალაუფლების კონცენტრაციის და დიქტატურის ჩაბეტონების ახალი ეტაპი დაიწყო. რუსიფიკაციის პოლიტიკა დაჩქარდა და დღეს კარგად ვხედავთ, რომ რუსული გავლენა ბოლომდე შეღწეულია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ რუსიფიკაცია მოედო საქართველოს ქალაქებსაც. მაგალითად, თბილისში და ბათუმში უფრო ხშირად მოისმენ რუსულ ენას ვიდრე ქართულს; უძრავი ქონება უფრო მეტად ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ხელშია მაგალითად ბათუმში. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ საფრთხედ ემუქრება. ამიტომ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია ისეთი მნიშვნელოვანია როგორც არასდროს და ბრძოლის ის ახალი ფაზა, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, გადამწყვეტ, ფინალურ ფაზაშია რუსული გავლენის წინააღმდეგ. ყველას მოგიწოდებთ, 20 ივნისს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და ამ საპროტესტო მარშს შევუერთდეთ. „ნაციონალური მოძრაობა" 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ ამ მნიშვნელოვან ანტისაოკუპაციო აქციაში ჩართოს", - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველომ" 20 ივნისს, აქცია დააანონსა. აქცია ე.წ გავრილოვის ღამის გახსენებას მიეძღვნება, რომლიდანაც 7 წელი გავიდა.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 20 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
მსგავსი სიახლეები
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება