,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი

 

სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც დიასპორასთან ურთიერთობების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიასპორის დღის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები წარედგინათ, რომლებიც ქართული იდენტობის, ენისა და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

"დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და გავაკეთეთ ახალი პროექტების პრეზენტაცია. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები შევთავაზეთ, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება სწორედ ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე, დიასპორის სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და, რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დიასპორაში, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის, იმიტომ რომ, ის ძალიან ხშირად არის მაკავშირებელი ჩვენს სამშობლოსთან, ჩვენს ქართულ კულტურასთან და სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათთან კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი კავშირი სამშობლოსთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მაქსიმალურად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და  საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული, კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება. 





მსგავსი სიახლეები
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ