სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 57 შეტყობინება შევიდა - დაკავებულია 14 პირი

 

17:00 საათის მონაცემებით, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მართვის ცენტრის ცხელ ხაზზე 57 შეტყობინება შევიდა.

მონაცემების თანახმად, შესაბამისად, დაფიქსირდა ორმაგი ხმის მიცემის 19 შემთხვევა, ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევის 15 შემთხვევა, საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა და საარჩევნო უბანზე ცივი იარაღის ტარების 1 შემთხვევა, რომელთა დოკუმენტები წარედგინა საგამოძიებო ორგანოს. დაკავებულია 14 პირი.

უწყება განმარტავს, რომ კანონის სავარაუდო დარღვევების შესახებ მიღებული 198 ინფორმაცია გადამოწმების პროცესშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის მიერ გატარდა შემდეგი პროცედურები:

1,650 ადამიანმა წარადგინა განაცხადი დამატებით ამომრჩეველთა სიებში შეყვანის შესახებ.

916 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დროებითი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში მოქმედ სატელეფონო ცენტრში (84-22) არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით 820 ზარი შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის დეპარტამენტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილურ მომსახურების ოფისებში კონსულტაცია გაეწია 1,250 მოქალაქეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ფაშინიანიის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს აიღებს
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 57 შეტყობინება შევიდა - დაკავებულია 14 პირი
სომხეთი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის - ნიკოლ ფაშინიანი
,, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს''- სომხური მედია
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
ნიკოლ ფაშინიანი - დემოკრატია რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ მუშაობს
„მე უკანონოდ ვიჯექი და გამამართლეს. დადგა დრო, ფაშინიანი კანონიერად და ძალიან დიდხანს იჯდეს“- რობერტ ქოჩარიანი
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში
სომხური მედია - გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაკავებები მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რუსეთმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანა- არის მსხვერპლი
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა
რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
პიტ ჰეგსეტი - სამწუხაროდ, ევროპის სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს, ნავები და ხალხი ჩადიან, როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შეჭრის წინააღმდეგ?
სომხეთში ოპოზიციური პარტია "ძლიერი სომხეთის" ექვსი წევრი დააკავეს
შავ ზღვაში თურქული დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მეთევზე
„ბლუმბერგი“ - „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს