ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.

 

აღნიშნულ ჩემპიონატში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ომის ვეტერანებმა_ დავით მახარეიშვილმა და ზაზა მეზვრიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. დავით მახარეიშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა და სამშობლოში საპატიო მედლით დაბრუნდა.


დავით მახარეიშვილი გახლავთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი; იგი,ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მანქანა, რომელშიც დავითი, თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც, მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გერმანიასა და საქართველოში სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდგომ, იგი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო საქმიანობას, დღეს კი, აქტიურადაა ჩართული მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' საქმიანობაში და თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ახალგაზრდა თაობებს უზიარებს.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს დავით მახარეიშვილს ევროპის ჩემპიონატზე საპატიო მესამე ადგილს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.


ინფორმაციისთვის, უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, ბუკოველში, ევროპის ჩემპიონატი, წელს, პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, გახლავთ ეროვნულ-პატრიოტული, სარეაბილიტაციო სპორტული ღონისძიება, რომლის მიზანია, მოქმედი სამხედროებისა და ომის ვეტერანების ფიზიკური სიჯანსაღის განვითარება, ფსიქოლოგიური მედეგობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

ჩემპიონატის მესვეურთათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძლიერესი ათლეტების გამოვლენა, არამედ პატივისცემის გამოხატვა იმ ღვაწლის მიმართ, რომელიც ასპარეზობის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნის დასაცავად წარმოებულ ბრძოლებსა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გაიღეს.

 

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა-UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ქამარი ამერიკელს დარჩა
ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
მიხეილ ყაველაშვილი - გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების მაგალითი, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში
"არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა"-კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს
ვილი სანიოლი - შრომას თუ გააგრძელებს, "ოქროს ბურთს" დაიმსახურებს
ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
"მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა" - BBC-
ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
"არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა" - ლუკა მაისურაძე
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ვილი სანიოლი - სამმცველიანი ტაქტიკით გუნდი უფრო სტაბილურია და ივნისშიც ასე ვითამაშებთ, მამაგეიშვილს მომავალშიც გამოვიძახებთ
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა