ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 6-7 ივნისს, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
აქცია მოიცავდა თერაპევტის, ნევროლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე, ექოსკოპიას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ლაბორატორიულ კვლევებს.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში, სამსახურის 181 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაეწია სამედიცინო მომსახურება; განხორციელდა 345 სამედიცინო ვიზიტი.
აღსანიშნავია, რომ აქციაში ჩართული იყო ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილური კლინიკა, რომლის მეშვეობითაც, მედპერსონალმა, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, გადაადგილება შეზღუდული აქვთ.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე.
ინფორმაციისთვის, ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, გასული წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალი, უფასო სამედიცინო აქციებს, მოძრავი ამბულატორიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად ატარებს.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.
მსგავსი სიახლეები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება