"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს" (ავტორი - დევიდ ბლერი). მასალაში განხილულია აშშ-ისრაელისა და ირანის ომის პერსპექტივა - გაგრძელდება თუ არა დროებითი ზავი, განახლდება თუ არა საომარი მოქმედებები, დაიდება თუ არა საბოლოო გარიგება და როგორი შინაარსი ექნება მას.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

ირანი, ზავის მიუხედავად, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო ზალპებს ახორციელებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანის ლიდერები ფსონს სადამსჯელო ზომებზე დებენ და ამით სრულმასშტაბიან ომს უბრუნდებიან. როგორც ჩანს, თეირანმა სიტუაცია კარგად აწონ-დაწონა და გადაწყვეტილება ისე მიიღო: ეს გვაჩვენებს, თუ რა თავდაჯერებულად იქცევიან ირანელები.

 

არადა, ეს ასე არ უნდა იყოს. როცა აშშ-მა და ისრაელმა ზუსტად 100 დღის წინ, 28 თებერვალს, თავიანთი შეტევა დაიწყეს ირანის წინააღმდეგ, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ირანის რეჟიმს სწრაფად დაამარცხებდნენ - ამისათვის ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ეფექტურად მოკლეს ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი და გაანადგურეს მისი მინისტრებისა და გენერლების მთელი ბატალიონი.

 

და მაინც, როცა „თავმოკვეთილმა“ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ „ოპერაცია“ გადაიტანა და თავისი მოკლული ხელმძღვანელები სხვებით ჩაანაცვლა, როცა თეირანმა დაიწყო საპასუხო დარტყმების მიყენება და ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ათასობით უწყვეტი სადღეღამისო ავიადარტყმებით მოწინააღმდეგეს  უკანდახევას აიძულებდა და წაყენებულ მოთხოვნებს დაეთანხმებოდა.

 

კაპიტულაციის ნაცვლად ირანმა, რომელმაც არ ისურვა ზეწოლას დამორჩილებოდა, ამერიკას და ისრაელს საპასუხო მოთხოვნები წაუყენა: რეჟიმმა დაბეჯითებით, თითქმის ულტიმატუმით განაცხადა, რომ აშშ ომს ვერ დაასრულებს და მშვიდობას ვერ დაამყარებს, თუ ისრაელს არ აიძულებს შეტევა შეწყვიტოს „ჰეზბოლას“ - შიიტური ტერორისტული დაჯგუფების - წინააღმდეგ ლიბანში. ანუ ირანელები თვლიან, რომ დონალდ ტრამპი ომით იმდენად სასოწარკვეთილია და მას ისე ძალიან სურს საზავო გარიგების მიღწევა, რომ იგი იძულებული გახდება ხელი შეუშალოს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხოს.

 

ირანს, რომელიც მოლაპარაკების პროცესშია ჩართული აშშ-სთან (თუმცა ზავი ძალიან მყიფეა და საბოლოო შედეგების პერსპექტივა არ ჩანს), იმედი აქვს, რომ უთანხმოებას ჩამოაგდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და მის ყველაზე ახლო მოკავშირეს შორის. თეირანს ასევე ჰგონია, რომ შეძლებს თეთრი სახლზე ზეწოლის მოხდენას, რათა აშშ-მა ისრაელი შეტევის შეჩერებაზე  აიძულოს.

 

მოვლენები მოწმობენ, რომ ირანის იმედები უსაფუძვლო მართლაც არ არის. გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა დაურეკა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევის შეჩერება სთხოვა - შეწყვიტე, თორემ ირანთან მოლაპარაკებას საფრთხე ექმნება და შეიძლება ჩაიშალოსო.

 

არავინ არ უარყოფს იმას, რომ ტელეფონით საუბრის დროს ორ ლიდერს შორის მართლაც უმწვავესი დავა მოხდა. დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეეცადა თავისი უკმაყოფილების შერბილებას: მისი თქმით, „ცოტა გავბრაზდი იმის გამო, რომ ისრაელი ლიბანთან მუდმივად ომობსო“.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი უბრძანებს ბენიამინ ნეთანიაჰუს  - „დაანებე თავი ირანს და ლიბანსო“, ბენიამინ ნეთანიაჰუს სრული უფლება ექნება უარი უთხრას თავის დიდ მფარველ-მოკავშირეს - იმის გათვალისწინებით, რომ რადგანაც ირანმა ისრაელს დაარტყა, ისრაელი, უბრალოდ, ვალდებულია უპასუხოს. თანაც წინ საპარლამენტო არჩევნებია და რას იფიქრებს ხალხი პრემიერ-მინისტრზე და მის პარტია „ლიკუდზე“?

 

ვთქვათ და ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის სამხედრო დოქტრინის თანახმად, საპასუხო გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ირანს, რა მოხდება? მოხდება ის, რომ ომი განახლდება, დონალდ ტრამპს კი მოუწევს გადაწყვიტოს, მხარი დაუჭიროს მოკავშირეს თუ განზე გადგეს.

 

ირანის აზრით, რაც არ უნდა გააკეთოს აშშ-ის პრეზიდენტმა, თეირანთან გარიგების სწრაფად დადების რეალური პერსპექტივა მაინც არ იქნება. შესაბამისად, ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება, მსოფლიოს ეკონომიკა კი უფსკრულის ნაპირს მიუახლოვდება. და თუ არაფერი შეიცვლება, რატომ განაახლებს ომს დონალდ ტრამპი?

 

ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის თქმით, ირანის ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს. ირანელი ლიდერები ბეწვის ხიდზე დადიან. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა ისევ შეიძლება გახდეს აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების ობიექტი, თანაც დარტყმები უფრო მწვავე და მტკივნეული იქნება. ირანს ჰგონია, რომ ისევე გაუძლებს ახალ დარტყმებს, როგორც წინა 13 ათასზე მეტს გაუძლო.

 

არავის არ შეუძლია იმის განჭვრეტა, სწორია თუ არა ასეთი მსჯელობა, მაგრამ არის ორი უეჭველი და ჭეშმარიტი გარემოება: პირველი - მსოფლიოს ეკონომიკა დიდ ხანს ვეღარ გაუძლებს სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის დაკარგვას, ორგანული სასუქების მიწოდების შეწყვეტას, ანუ ჰორმუზის სრუტის დახურვის გაგრძელებას. მეორე - თუ დონალდ ტრამპი შეძლებს სამხედრო ფიასკოსა და გლობალური ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებას, მას მოუწევს ირანთან ისეთი გარიგების დადება, რომელიც ძალიან შორს იქნება მისი თავდაპირველი გრანდიოზული მოთხოვნისაგან - ისლამური რეჟიმის კაპიტულაციისაგან.

 

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
  "აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
 "არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან  მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
 "სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph