თბილისში ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრავი ავტომობილი გადამოწმებისთვის შეაჩერა. საჭეს მამაკაცი მართავდა, მგზავრი კი ახალგაზრდა ქალი იყო. საბუთების შემოწმებისთანავე პოლიციამ ადგილზე ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოდანაშაულის კვალზე გავიდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ცოლ-ქმარი. ირკვევა, რომ პატრულის თანამშრომლებმა ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი აღკვეთეს. ჩხრეკისას ამოღებულია სამალავებში დასადებად გამზადებული 22 შეკვრა "მეთადონი".

მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შემდეგ სამართალდამცველები ცოლ-ქმრის საცხოვრებელ მისამართზეც მობილიზდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკს დაკავებულები სახლშიც ინახავდნენ. "მეფედრონი", "მეთადონი", "მდმა", "კლეფედრონი", გამომშრალი "მარიხუანა" და "კეტამინი" - ბინიდან ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის გარდა, საქმეში დევს რეალიზაციისთვის საჭირო მოწყობილობები და მასალები. ნარკოდანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცოლ-ქმარს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი წარსულში ნასამართლევია.

 

 





მსგავსი სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
„არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა...“ - პროკურატურამ ბრალდებული დააკავა
"თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია. ბრალს ვეთანხმები" - 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირი
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა
შსს - ზუგდიდში მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, მომხდარიდან მალევე კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
თბილისში ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება - მინისტრის მოადგილის განმარტება
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ 6-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
,,თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია''- შსს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას''- შსს