თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ J.P. Morgan-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხა ადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე შეძლონ.
"ფინანსური რესურსის მოზიდვა მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისგან თიბისის მიმართ ნდობის დადასტურებაა. ამასთან ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას. ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და ფართომასშტაბიანი სავაჭრო დაფინანსების ინსტრუმენტები, გავაუმჯობესოთ არსებული სერვისები და მომხმარებლებს მათს საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ 45%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტ კომპანიას ვეხმარებით ვაჭრობის დაფინანსებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
„აზიის განვითარების ბანკისა და თიბისის გრძელვადიანი პარტნიორობა კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობის დაფინანსებას ეფექტურად მოახდინოს ლიკვიდობის მობილიზება რეალური ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გლობალურ და რეგიონულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ სავაჭრო ნაკადები, გავაფართოოთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომა და გავზარდოთ მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განვითარებად ბაზრებზე", - ჯან სუტკენი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის განყოფილების უფროსი.
თიბისისა და აზიის განვითარების ბანკის პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და მოიცავს როგორც ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას, ისე სხვადასხვა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში ფინანსური სექტორისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა, 200-ზე მეტი პარტნიორი ბანკის მეშვეობით უზრუნველყოფს გარანტიებსა და სესხებს. შედეგად, ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას და ბიზნესებისთვის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების შექმნას. პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშეწყობაში როგორც საერთაშორისო, ისე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, შიდარეგიონულ დონეზე. 2009 წლიდან პროგრამის ფარგლებში 74 მილიარდ დოლარზე მეტის სავაჭრო დაფინანსება განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ სექტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად ზრდასა და რეგიონულ ინტეგრაციას.
აზიის განვითარების ბანკი წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო.
მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ყაზახეთიდან 21 583 ტურისტი ეწვია
Le Figaro: "საქართველო - ემოციების ისტორია"
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
თამარ იოსელიანი: "შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება"
თამარ იოსელიანი: "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში"
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
პრემიერი:Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას"
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მარიამ ქვრივიშვილი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა