4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება შედგა. ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გააფორმა.
პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გააფორმა.
კერძოდ, დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა 22-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 16 სხდომათა დარბაზიდან უკვე გათავისუფლდა, დარჩენილი ექვსი პირი კი დღის ბოლომდე გათავისუფლდება.
მსგავსი სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
„არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა...“ - პროკურატურამ ბრალდებული დააკავა
"თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია. ბრალს ვეთანხმები" - 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირი
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა
შსს - ზუგდიდში მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, მომხდარიდან მალევე კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
თბილისში ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება - მინისტრის მოადგილის განმარტება
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ 6-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
,,თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია''- შსს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას''- შსს