„არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა...“ - პროკურატურამ ბრალდებული დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის - „Facebook"-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვანების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა.
აგრეთვე, დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
„არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა...“ - პროკურატურამ ბრალდებული დააკავა
"თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია. ბრალს ვეთანხმები" - 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირი
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა
შსს - ზუგდიდში მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, მომხდარიდან მალევე კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
თბილისში ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება - მინისტრის მოადგილის განმარტება
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ 6-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
,,თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია''- შსს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას''- შსს