"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული რუსეთის გაზეთ "იზვესტიაში" (Известия) სტატია, რომლის ავტორია დანილ სეჩკინი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
არჩევნებიდან მეორე დღეს, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე უჩვეულოდ ბევრი პოლიციელი მორიგეობდა. მოედნის ირგვლივ მდებარე სამთავრობო კვარტალში, როგორც მინიმუმი, ხუთი საპოლიციო მიკროავტობუსი მაინც იდგა. ძალოვანთა ასეთი ხალხმრავლობა აქ წინა დღეებში არ შეინიშნებოდა. ზოგადად, არჩევნების დღემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა, ამომრჩეველთა რეკორდული მონაწილეობით (59%) და მნიშვნელოვანი დარღვევებით. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო თანხმობამ" ყველაზე მეტი ხმები დააგროვა - 49,8%, ოპოზიციურმა ბლოკმა "ძლიერმა სომხეთმა"23,28%, ხოლო ბლოკმა "სომხეთმა" – 9,93%.
საპროტესტო მიტინგების პერსპექტივა
ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანიას "სამარცხვინო" უწოდა. მართლაცდა, არჩევნების წინა ხანებში ხელისუფლება მკაცრად დევნიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, დაკავებისა და დაპატიმრებების ჩათვლით. მთავრობა არ ერიდებოდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელთა რეპრესიებსაც. "ოპოზიციის მიმართ უხეშმა ანგარიშსწორებამ არჩევნებზე თავისი ნეგატიური გავლენა მოახდინა", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში პოლიტიკოსი ვიქტორ მნაცაკანიანი, - "არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებამ სომხეთი საპროტესტო აქციებამდე მიიყვანოს".
"მიტინგები შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიწყოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონსოლიდირებულად იმოქმედებს სომხეთის ოპოზიცია", - თვლის სერგეი მარგულისი, რუსი პოლიტოლოგი, - "მსხვილ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლებს, ალბათ, მასშტაბური ხასიათი ექნება. ამასთან, სომხურმა ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადმინისტრაციული და ძალოვანი რესურსი ხელისუფლების - ნიკოლ ფაშინიანის მხარეზეა".
მოსკოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგის დიმიტრი სიდოროვის აზრით, სომხეთში საპროტესტო მიტინგების გამართვის პერსპექტივა ბევრად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური ლიდერების პერმანენტულ აქტიურობაზე: "მოლდოვაშიც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ დაეთანხმა, დაიწყო მასობრივი მანიფესტაციები, მაგრამ საზოგადოებაში საპროტესტო პოტენციალი თანდათან ამოიწურა და ოპოზიცია შექმნილ "სტატუს-ქვოს" შეურიგდა. ვფიქრობ, რომ სო МГЛУშიც მსგავსი მასობრივი პროტესტების დაწყება სრულიად შესაძლებელია. საკითხავი ისაა, თუ რამდენად შეუძლიათ პროტესტებს გავლენის მოხდენა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე .
ევროპელი დამკვირვებლების შეფასება
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 42 ქვეყნის 457 ოფიციალური დამკვირვებელი ესწრებოდა. ერევანში უამრავი დასავლელი ჟურნალისტი იყო თავმოყრილი. ზოგიერთები ღიად გამოხატავდნენ აღტაცებას ნიკოლ ფაშინაინის პარტიის გამარჯვების გამო. მათ აპარატურაზე უკრაინის დროშის ეტიკეტები ჰქონდათ მიწებებული.
8 ივნისს ეუთოს მისიამ ერევანში პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც გაკეთებულ ოფიციალური განცხადებებს საკმაოდ კრიტიკული ხასიათი ჰქონდა: "საარჩევნო კამპანია მწვავედ და კონფრონტაციულად ჩატარდა. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს მოურიდებლად ლანძღავდა. ხშირად ხდებოდა ოპოზიციონერების დაპატიმრებები. არ იყო შექმნილი თანაბარი საარჩევნო შესაძლებლობები. ხელისუფლება ფართოდ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს“, - ხაზი გაუსვა ფარახ ქარიმმა, ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, თუმცა მან შედეგები ზოგადად მაინც პოზიტიურად შეაფასა.
პრეს-კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, მოსკოვიც ახსენეს: ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატალი ლაზომ რუსეთი ანტისომხური სავაჭრო ზომების მიღებაში დაადანაშაულა - იგულისხმება "როსსელხოზნადზორის" მიერ მირებული აკრძალვები სომხური პროდუქციის მიმართ. საერთოდ, დასავლელი დამკვირვებლები რუს ჟურნალისტებთან შეხვედრას გაურბოდნენ.
რუსეთი - სომხეთს: ან ევროკავშირი, ან ევრაზკავშირი...
ნიკოლ ფაშინიანის მორიგი გამარჯვება, როგორც ჩანს, ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებისა და მოსკოვისაგან დაშორების პროცესის გაგრძელებას მოასწავებს. რუსეთმა სომხეთი უკვე გააფრთხილა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეუთავსებელია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობასთან და რომ ერევანს არჩევანის გაკეთება მოუწევს, ანუ უნდა გამოემშვიდობოს იაფ რუსულ გაზს, უბაჟო ვაჭრობას და საერთოდ, ბევრ შეღავათს. სომხეთისათვის სიტუაციის ამგვარი განვითარება კოლოსალურ რისკს შეიცავს - იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სომხეთის მთავარ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პარტნიორს წარმოადგენს.
"ფაშინიანის გამარჯვება არის ირაციონალიზმის, "პორაჟენცობის" (დამარცხებისადმი შეგუების) და საზოგადოების ყველაზე მდაბალი მოვლენების გამარჯვება. სომხეთს წინ არამარტო მორიგი დამცირება და კრახი ელოდება, არამედ უფრო უარესიც. მისი ბედი და არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუსეთმა სომხეთი მეგობრულად, მაგრამ იმავდროულად პრინციპულად გააფრთხილა - ღიად და მოურიდებლად. ასე რომ, მოსკოვს ერევნის წინაშე სინდისი სუფთა აქვს", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში გიორგი ასატრიანი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, ერევანში ასეთ პერსპექტივაზე ჯერ არ ლაპარაკობენ. ახლა ნიკოლ ფაშინიანი უფრო მეტად დამარცხებული ოპონენტების - "ომის სამთავიანი პარტიის" [რობერტ ქოჩარიანი, სამველ კარაპეტიანი, გაგიკ ცარუკიანი] - გასრესვაზე ფიქრობს, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობის მომავალზე. მისი განცხადებით, ციხეში არიან ჩასაყრელები იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ.
მსგავსი სიახლეები
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
"არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
"ვის გაგზავნის ევროპა მოსკოვში მოსალაპარაკებლად უკრაინასთან ომის დამთავრების მიზნით?"-Deutshce Welle
"სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეჭვის საფუძველს არ უტოვებს: ტაივანის საკითხს ჩინეთისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს"-The New York Times
"სი ძინპინის "გამაფრთხილებელი დარტყმა" დონალდ ტრამპზე ჩინელი ლიდერის თავდაჯერებულობისა და თითქმის ქედმაღლობის გამოხატულებაა"-The Daily Telegraph