პოლონური მედია - გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება
გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ პოლონური მედია წერს.
მათივე ცნობით, პოლონეთი მოითხოვს, სრულად აუნაზღაურდეს უკრაინისთვის ადრე გადაცემული იარაღის ღირებულება. ვარშავა დაახლოებით 450 მილიონი ევროს დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ყოველი ევროსთვის იბრძოლებს".
ამავე დროს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოვიდა ინიციატივით, რომ თანხის ნაწილი მოხმარდეს უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და უკრაინისთვის იარაღის ერთობლივ შესყიდვებს, ხოლო ქვეყნები მხოლოდ ნაწილობრივ მიიღებენ კომპენსაციას.
პოლონეთი კალასის გეგმას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თანხა იმ სახელმწიფოებს ეკუთვნით, რომლებმაც უკრაინას იარაღი უკვე გადასცეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჩეზარი ტომჩიკის თქმით, ნაკლები ანაზღაურება ქვეყნის თავდაცვისთვის ნაკლებ რესურსს ნიშნავს.
მეორე მხრივ, გერმანია მიიჩნევს, რომ 6,6 მილიარდი ევრო პირდაპირ უკრაინის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს და არა წევრი ქვეყნების ბიუჯეტში დაბრუნდეს. ბერლინი აღნიშნავს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი სოლიდარობის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი უკრაინის დახმარებაა. პოლონური მხარე კი უსამართლოდ მიიჩნევს იმ ქვეყნებისთვის ანაზღაურების შემცირებას, რომლებმაც უკრაინას დახმარება ომის პირველ ეტაპზე გაუწიეს მაშინ, როცა ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის გერმანია, უკრაინის მხარდაჭერაში მოგვიანებით ჩაერთო.
მსგავსი სიახლეები
POLITICO: ევროკავშირი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას განიხილავს
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
პოლონური მედია - გერმანიას სურს, უნგრეთის მიერ განბლოკილი 6,6 მილიარდი ევრო მთლიანად უკრაინას გადაეცეს, რასაც პოლონეთი ეწინააღმდეგება
ნეთანიაჰუ: ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს
,,ისრაელის ქმედებები სირიასა და ლიბანში თურქეთს საფრთხეს უქმნის''- ერდოღანი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს
სერგეი ლავროვი - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ჩემს ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, უწყება მზადაა შესახვედრად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის უსაფრთხოება იწყება ალეპოდან, დამასკოდან, ბეირუთიდან, არ შევეგუებით ჩვენი ძმების ქვეყნებში მომხდარ ფაქტებს და არც თავდასხმებზე დავხუჭავთ თვალს
კირ სტარმერი - ძალადობასა და არეულობას არანაირი გამართლება არ აქვს, არც მათ, ვინც ამას ახალისებდა
„ბიბისი“ - ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტირეზე იერიში მიიტანა
ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის
ბულგარეთი უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას აღარ გეგმავს - ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი
დონალდ ტრამპი - ირანელებმა ჩვენი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა - აშშ-მა უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას
დონალდ ტუსკი - პოლონეთი უკრაინას მხარს დაუჭერს, თუმცა გარკვეული პირობებით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ზაფხულს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ველოდებით
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორ კარიმ ხანს უფლებამოსილება შეუჩერეს
მარკო რუბიო - ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებას, მოუთმენლად ველოდებით ერთობლივ მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა
,,ნეთანიაჰუ გავაფრთხილე - ირანთან ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა მარტო დარჩეს''- ტრამპი