POLITICO: ევროკავშირი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას განიხილავს
ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.
ამ სქემის მიხედვით, დაინტერესებულ მთავრობებს შეეძლებათ ნებაყოფლობით გამოყონ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გასულ წელს დამტკიცებული გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტების ნაწილი იმ საბრძოლო აღჭურვილობის ერთობლივი განვითარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო ოპერაციების შენარჩუნებას.
წყაროების თქმით, ევროკავშირს შეუძლია დაეხმაროს დაინტერესებულ ქვეყნებს შესყიდვების პროცესში.
დღეისათვის, აშშ უზრუნველყოფს ნატოს ე.წ. „სტრატეგიული ხელშემწყობი საშუალებების" უდიდეს ნაწილს, რაც ასევე მოიცავს სამხედრო სარდლობისა და კონტროლის სისტემებს, კოსმოსურ დაზვერვას, თანამგზავრულ დაზვერვასა და საბრძოლო ლოგისტიკის პლატფორმებს.
კუბილიუსმა სამშაბათს შესთავაზა წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ იმაზე, რომ „საკუთარი ეროვნული თავდაცვის სახსრების გარკვეულ ნაწილს დახარჯავენ" აშშ-ის ხელშემწყობი საშუალებების ჩასანაცვლებლად. მისი შეფასებით, ამის სრული ღირებულება დაახლოებით 500 მილიარდ ევროს შეადგენს.
„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ [ამის] დაფინანსებას ევროკავშირის მომდევნო [გრძელვადიანი ბიუჯეტიდან]", - განაცხადა მან.
გასულ თვეში ვაშინგტონმა ნატოელ მოკავშირეებს წარუდგინა იმ სამხედრო აქტივების დეტალური სია, რომელთა ალიანსისთვის მიწოდებაც მას აღარ სურს. სიაში შედიოდა შორ მანძილზე მოქმედი სადაზვერვო დრონები და KC-135 ტიპის საჰაერო ტანკერები. ამან კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეშფოთება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში ნატოს მიმართ აშშ-ის ერთგულებასთან დაკავშირებით.
მსგავსი სიახლეები
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ინდოეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
დონალდ ტრამპი: ჩემი მითითებით, აშშ-ის ძალებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი ნინიო გერერო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოსთვის
ვლადიმერ პუტინი - ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა
აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
"ჩვენ თანასწორები ვართ და ერთნაირი უფლებები გვაქვს, სრულიად ერთნაირი" - ზელენსკიმ ლგბტქ+ თემს მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მა "ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია"
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა
პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში აღმოჩნდა
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, შეხვედრის მიზეზები არ კონკრეტდება
თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას
,,დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის''- ფინეთის პრეზიდენტი
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაუცველი თუ გახდება, ირანი „რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს“