ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება", - დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს.

„ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით", - განაცხადეს უწყებაში.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
9 ივნისის ამინდის პროგნოზი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება