„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„სიმღერის აკადემია" განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს. ჩვენთვის, როგორც ბავშვებზე პასუხისმგებელი გუნდისთვის, თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უპირველესი ღირებულებაა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენთვის უდიდესი ტკივილი და საფიქრალია. მომხდარი ფაქტი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან განიცადა.
თუმცა, გავრცელებული არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციები, თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა პასუხუსმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. რეალობის სრულფასოვნად აღქმისთვის აუცილებელია განვმარტოთ შემდეგი გარემოებები:
| სატელევიზიო სპეციფიკა და ხედვა:
პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა. სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს - ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი.
| თანაგუნდელების მყისიერი რეაქცია:
მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგომი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას.
| ჩვენი ინიციატივით გადაგზავნილი ვიდეო:
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს. ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით - მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა.
საბედნიეროდ, გონების ხანმოკლე დაკარგვის შემდეგ, ბავშვმა თავი კარგად იგრძნო, სრულფასოვნად გააგრძელა თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა და გადაიღო სამახსოვრო ფოტოებიც.
მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე ჩვენი გუნდის ემოციურ მდგომარეობას.მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გაგებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს