GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა

 

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHAMRA-მ წარმატებით უმასპინძლა ევროკავშირის GMP (EU-GMP) სტანდარტებთან შესაბამისობის მზადყოფნის შეფასებას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გერმანული საკონსულტაციო კომპანიის, Actrevo GmbH-ის (ჰამბურგი, გერმანია) წარმომადგენლები - ფარმაცევტული დარგის გამორჩეული ექსპერტები, დოქტორი ჰარმ პეტერსი (Dr. Harm Peters) და დოქტორი იენს ფლემინგი (Dr. Jens Flemming).

დოქტორი ჰარმ პეტერსი Actrevo GmbH-ის აღმასრულებელი დირექტორია და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ხოლო დოქტორი იენს ფლემინგი Actrevo GmbH-ის სამეცნიერო დირექტორი და უფლებამოსილი პირი (Qualified Person - QP). მას 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს კვლევისა და განვითარების (R&D), წარმოების, რეგულატორული საქმიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა/კონტროლის (QA/QC) მიმართულებით.

სამდღიანი აუდიტის ფარგლებში ექსპერტები რეალურ დროში აკვირდებოდნენ წარმოებისა და ხარისხის კონტროლის პროცესებს ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელიც ევროპულ ბაზარზე რეგისტრაციისთვის არის განკუთვნილი და რომლის წარმოებაც GM PHAMRA-ში ნაწარმოებ სხვა პროდუქტების მსგავსად GMP-ის პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს. აუდიტორებმა წარმოების სრული ციკლი ეტაპობრივად შეაფასეს - დაწყებული ნედლეულის აწონვიდან საბოლოო, მზა პროდუქტის შექმნამდე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ევროპული რეგისტრაციისთვის დაგეგმილი საკვანძო პროდუქტის შეფასება და კომპანიის წარმოების, ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიის საქმიანობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა.

კომპანიის სხვადასხვა ფუნქციური მიმართულების გუნდებთან გაიმართა სტრატეგიული შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა პროდუქტის განვითარება, ხარისხის მართვის სისტემები, საწარმოო პროცესების სრულყოფა, რეგულატორული მოთხოვნები და ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული ოპერირების წინაპირობები.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს GM PHAMRA -ს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების მიმართ და კომპანიის ხედვას - გააფართოოს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გლობალურ ბაზრებზე.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპნია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: აწონვა, სველი ან მშრალი გრანულირება, ტაბლეტების გარსით დაფარვა,  პირველადი და მეორეული შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.

GM PHAMRA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 14 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე (სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნე­ბი), რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ კომპანიის კვლევა განვითარების ლაბორატორიაში მიმდინარეობს 20-ზე მეტ ახალ პრეპარატებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებით ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე სადაც GM PHARMA ოპერირებს გამოჩნდება ახალი პრეპარატები, რაც დაავადებებთან ბრძოლას კიდევ უფრო გაამარტივებს.

დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია - მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში
ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
გამოცხადდა რუსთაველის ფონდის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
„მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა“ - 10 - 11 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს