"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
„ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) პოლიტიკური მიმომხილველის კონ კოფლინის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი, აანალიზებს რა ისლამური რესპუბლიკის მმართვველობის პრინციპებს და აიათოლების იდეოლოგიას, მიდის დასკვნამდე, რომ სანამ ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არსებობს, თეირანი ზავზე არ დათანხმდება. „როდემდე უნდა ელოდოს დონალდ ტრამპი აიათოლებისგან იმის დადასტურებას, რომ მათ აშშ-სთან რეალური მშვიდობის დადება არ აინტერესებთ?“ - ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული ავტორის მიერ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ვხედავთ, აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ არა და არ მთავრდება. ვაშინგტონსა და თეირანს შორის განახლებული დარტყმები იმის გამო, რომ ირანელებმა ამერიკული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, დასავლელ სკეპტიკოსებს ბიძგი მისცა ისევ განეცხადებინათ - აშშ-ისრაელის ომის დაწყება საბედისწერო შეცდომა იყო.
დიახ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მართლაც დაუშვა შეცდომები. ერთ-ერთი შეცდომა, რომელმაც ამერიკის სამხედრო ოპერაციის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა, პირველ რიგში იყო ის, რომ აშშ-მა თავიდანვე ვერ გააკონტროლა ჰორმუზის სრუტე. მეორე მომენტი - დონალდ ტრამპმა ყურად არ იღო ის ფანატიკური იდეოლოგია, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკას საფუძვლად უდევს, შესაბამისად, პრეზიდენტს წარმატების შანსები შეუმცირდა.
ნებისმიერ ნორმალურ ომში ის ფართომასშტაბური ნგრევა, რომლებიც აშშ-ისრაელის დაბომბვებმა გამოიწვია ირანში, საკმარისი იქნებოდა, რომ მოწინააღმდეგე მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო. სწორედ ასე ხდებოდა წინა ომებში. მაგალითად, სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, ერაყის ლიდერის წინააღმდეგ, კოალიციის წევრების გაერთიანებულმა სამხედრო ძალამ აიძულა სადამ ჰუსეინი 1991 წელს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას დათანხმებოდა. მოგვიანებით, 1999 წელს, ნატოს სამხედრო დარტყმებმა ასევე აიძულა ზავის დადებაზე სერბიელი დიქტატორი სლობოდან მილოშევიჩი.
არის იმის ვარაუდებიც, რომ უკრაინული დრონების მიმართ მზარდი შიშის გამო (გავიხსენოთ სანქტ-პეტერბურგის ამასწინანდელი დაბომბვა!), შეიძლება ვლადიმერ პუტინიც დარწმუნდეს უკრაინის ძლიერებაში და ცეცხლის შეწყვეტის პირობები მიიღოს.
მაგრამ ირანთან მიმართებით ომის წარმოების ჩვეულებრივი წესები მიუღებელია.
აშშ-ის პრეზიდენტის რწმენამ, რომ იგი შეძლებს ნოვატორული გარიგების გაფორმებას - ჰორმუზის ყურეში თავისუფალი ცურვა გარანტირებული იქნება და ირანის ბირთვული პროგრამა განეიტრალდება - საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მკვეთრად გააკრიტიკა - გაჩერდი და „ჰეზბოლას“ ლიბანის სამხრეთში ნუ ურტყამ, ირანს ნუ აღიზიანებო.
მაგრამ პრეზიდენტის იმედების მიმართ რეალური საფრთხე ისრაელის მოქმედებიდან ან ჰორმუზის სრუტის ბლოკადიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ მთავარი მუქარა მოდის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან“ - ორგანიზაციიდან, რომლის მთავარი ამოცანაა ირანის ისლამური იდეოლოგიის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის მონაპოვრების დაცვა. პრეზიდენტს ჰგონია, რომ საქმე აშშ-ის სასარგებლოდ მიდის, როცა ამერიკელები ირანის ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს ესაუბრებიან, სინამდვილეში კი დონალდ ტრამპს პოზიტივი მხოლოდ ეჩვენება - იმიტომ, რომ ირანში ყველა ექვემდებარება „გუშაგებს“, რომლებიც, თავის მხრივ, ექვემდებარებიან მხოლოდ ალაჰისგან დანიშნულ ქვეყნის უზენაეს ლიდერს.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობას დღემდე არ გამოუცხადებია ტერორისტულ ორგანიზაციად, წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის „პრეტორიანულ გვარდიას“ (ძველი რომის მსგავსად) და მოწოდებულია უსიტყვოდ შეასრულოს უზენაესი ლიდერის ბრძანებები.
„გუშაგთა კორპუსის“ ღვთიური სტატუსის გარდა, უზენაესი ლიდერის ძალაუფლება ირანის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტზე დაფუძნებულია [დონალდ ტრამპისათვის] ნაკლებად ცნობილ ისლამურ კონცეფციაზე, სახელწოდებით „ვილაიათ-ი-ფაკიხ“, რომელიც მმართველ შიიტურ სამღვდელოებას აბსოლუტური კონტროლის უფლებას აძლევს ირანელ ხალხზე და მის ბედზე.
აიათოლა რუჰოლა ჰომეინის - ისლამური რევოლუციის მამის - მიერ შემუშავებული დოქტრინა სამღვდელოებისათვის უზრუნველყოფს არამარტო განუზომელ ძალაუფლებას, არამედ იმასაც, რომ მას შეუძლია სურვილისამებრ ისარგებლოს ირანელების სიცოცხლით და ცხოვრებით.
სწორედ ასეთი ყოვლისმომცველი ძალაუფლების წყალობით ირანის რევოლუციურ სასამართლოებს (რევტრიბუნალებს) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ „უფლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ დააბრალონ. ამ დრაკონული მეთოდით ათასობით პოლიტიკური ოპონენტი განადგურდა, თანაც სახრჩობელას გამოყენებით. ეს შემაძრწუნებელი პრაქტიკა დღემდე გრძელდება.
აიათოლების უსულგულო დამოკიდებულება თავიანთი მოქალაქეების მიმართ ასევე ითვლება ბევრი ბნელი მოვლენის მიზეზად ირანის თანამედროვე ისტორიაში. მაგალითად, როცა ათასობით მოზარდს აიძულებდნენ ერაყის მიერ დანაღმულ ველები გადაელახათ 1980-იან წლებში მიმდინარე ომი. აიათოლები მოზარდების გაგზავნას ომში და მათ სიკვდილს იმით ამართლებდნენ, რომ ასეთი იყო ალაჰის ნება და რომ დაღუპულთა სულები, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის გამო, ზეცაში აუცილებლად დაჯილდოვდებიან.
აიათოლების გონების ფანატიკური წყობა მათ ნებას აძლევს მოზარდთა მთელი თაობა „ხორცსაკეპში“ გაგზავნოს. ირანში ყოველთვის მოიძებნებიან გავლენიანი პირები, რომლებიც აშშსთან გარიგების დადებას მხარს არასოდეს არ დაუჭერენ, რამდენიც არ უნდა ანგრიონ ირანი ამერიკამ და ისრაელმა.
დონალდ ტრამპმა, ალბათ, დაინახა, თუ როგორ არის ირანი დასუსტებული და დანგრეული აშშ-ისრაელის ექვსკვირიანი დარტყმებით და დასკვნა გააკეთა, რომ ირანი ვერ გაუძლებს გამოცდას და პირველი შემთხვევისთანავე დაზავებას ხელს მოაწერს.
და მაინც, რამდენადაც თეთრი სახლი ახლა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და მიხვდა, რომ მოწინააღმდეგე ომის წესებს არღვევს, დონალდ ტრამპი იქნებ უფრო იოლად მიხვდეს, რომ დღეს ერთადერთ გამოსავალ რეჟიმის დამხობა წარმოადგენს. როდემდე უნდა ელოდოს დონალდ ტრამპი აიათოლებისაგან იმის დადასტურებას, რომ მათ აშშ-სთან რეალური მშვიდობის დადება არ აინტერესებთ.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება"-TRT
"დრო გვაჩვენებს": როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე"-Deutsche Welle
"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times
"აშშ-ში ირანთან ახალი ომის შიში მშვიდობის ძიებას ჩრდილავს"-TRT
"ხიდი და არა დაბრკოლება": არის თუ არა სომხეთი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?"-The Guardian
"პუტინს და ტრამპს კოზირები არ აქვთ: ომები, რომლებიც მათ უკრაინისა და ირანის წინააღმდეგ გააჩაღეს, გეოპოლიტიკური თვით ზიანის მიყენების მაგალითებს წარმოადგენს"-Financial Times
"პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები"-The Daily Telegraph
"დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა"-The Daily Telegraph
"რუსეთმა უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა: კიევს აფეთქებები აზანზარებდა" -Financial Times
"სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება "სანანებელი გაუხდესო"-Financial Times
"არაყი, მატარებელი, ბაღში გასეირნებები და კულინარია: გზა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთნდობისაკენ" -South China Morning Post
ილონ მასკი ქრისტოფერ ნოლანს აკრიტიკებს: რეჟისორმა თავის ახალ ფილმ "ოდისევსში" მშვენიერი ელენე ტროელის როლი შავკანიან მსახიობს ლუპიტე ნიონგოს მისცა"
"ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის"-The Daily Telegraph
აშშ-ში, საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა