მამუკა მდინარაძე - 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა

მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს და ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.„ამ მართლაც საშინელ ფაქტზე საქმის კურსში ვიყავი დეტალურად, იმიტომ, რომ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. მიმდინარე წლის თებერვალში, პრაქტიკულად 4 დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა, ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო, დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 წლით ადრე ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ, საზარელ ფაქტს და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად. 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, შეტყობინება არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ, რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო. იმის გამო, რომ გადაღებული კადრები 1-2 ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერის თქმით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო ტვ პირველისთვისაც, რომელმაც კადრები გაავრცელა. „კადრები აქამდეც ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, რას დაამთხვიეს და რა მიზნები აქვთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვთ და არანაირი ემპათია ვიღაცის მიმართ მათ  არ ამოძრავებთ.  რეალურად, გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ", -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 





მსგავსი სიახლეები
,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ", პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ
,, საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული
მამუკა მდინარაძე - ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
,,არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს
,,როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე - ბევრჯერ გვითქვამს, მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა