მამუკა მდინარაძე - ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს
პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას, ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და არც მათ ვაპატიებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.
„ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ - ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 ათას ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციელის მუნდირი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს ვერავის, ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 ათასი ადამიანიდან რომელიმე, მაგრამ გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი. როდესაც მე ამ თანამდებობაზე გადავდიოდი, ახლა სადაც ვარ, მაშინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რაზეც იყო ლაპარაკი, რომ პოლიციელები არ დასჯილან აქციების დროს, პირობა დავდე და რამდენიმე კვირაში მაქსიმუმ, თუ რამდენიმე დღეში არა, ეს პირობა შესრულდა. ვისზეც კი შესაძლებელი იყო, რომ მტკიცებულება მოგროვებულიყო ელემენტარული, ყველაზე მოგროვდა და ეს მუშაობა გრძელდება, არ დაგვისრულებია. ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, ერთი მხრივ პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის არ გავუტარებთ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას. გუშინ ვნახეთ, რომ ცნობილი იყო მათთვის ჯერ თებერვალში, მერე პროკურატურის პიარსამსახურიდან, იცოდნენ, რომ დაკავებული იყვნენ ადამიანები და ანონსში ეს შეგნებულად არ ჩასვეს. მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და ვაპატიებთ. ეს არის სწორი მიდგომა. მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ მაგალითად დანიის ფაქტი იყო, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ფაქტები, იქ რომ სცემენ ქუჩაში, კამერების წინ რომ ამას აკეთებენ, დღემდე ერთი ადამიანი არ არის ამ ფაქტებზე დასჯილი. ის არავის აწუხებს. იმაზე არავინ საუბრობს, იქ „დემოკრატიულად" სცემენ, როგორც ჩანს, ჩვენთან დასჯილია ადამიანი, ფაქტია სახეზე, გახსნილია 4 წლის შემდეგ საქმე და ცდილობენ, რომ დაატრიალონ და სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციას ყოველთვის მოვახდენთ. რაღაცებს ვერ ვახერხებდით წლების განმავლობაში ისე, როგორც ეს დღეს შეგვიძლია. ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ", პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ
,, საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული
მამუკა მდინარაძე - ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
,,არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს
,,როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე - ბევრჯერ გვითქვამს, მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა