,,არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს''- მამუკა მდინარაძე
4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ" იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა, ეს იყო, რა „სატყუარაზეც" ისინი წამოეგნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს.
„ტაილანდის გავლით ჩარიცხული თანხებით ფინანსდებოდა ასეთი ღონისძიებები, მათ შორის, საარჩევნო პერიოდში. აშშ-ის წინა ხელისუფლების მიერ ბანგკოკის გავლით ფინანსდებოდა ასეთი ღონისძიებები, არსებობს მტკიცებულებები. არ ვიცი, ეს იყო 40 მლნ თუ 35, მაგრამ მსხვილი დაფინანსება იყო. გვარამიაზე ნაკლები არც სხვას დაუხარჯავს. „ლელომ" თავისი ფული ხარჯა? გახარიასთან მოლაპარაკებაზე შევიდა ხალხი და ყოველ ხუთ წუთში რეკავდნენ სადღაც, რეკავდნენ მასთან, ვინც ფულს იხდიდა. კანვასის ტრენინგებით რომ ჩანაცვლდა აკერმანის შეგონებები, ტრენინგები ყველა ასეთი ფულით იყო დაფინანსებული. ეს თანხები მოდიოდა უცხოეთიდან, გავიგეთ და კანონები შევცვალეთ. ოპოზიციამ, ორჯერ, ეს თანხები რომ არ დაბლოკილიყო, „რუსული კანონის" ძახილით კინაღამ ჩამოაქციეს ეს ქვეყანა. სინამდვილეში, ამერიკულის პირდაპირი თარგმანი რომ იყო, ამას არავინ აღარ უყურებდა და ესეც იმ რევოლუციის სცენარებში ეწერა.
ჩვენს ქვეყანაში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გაყალბდა, 2021 წელს მიშა ჩამოგვიყვანეს, ვერც რევოლუციის მცდელობა იყო, ვერც ვერაფერი, პირდაპირ ციხეში წავიდა. 2022 წელს ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი გაიწვია ორი რამის გამო - მებრძოლი მოხალისეები არ გამოაგზავნეთო, და მეორე, სანქციების დაწესება. არავის არ უსაუბრია იმაზე, რომ ამისი გაკეთება ომს ნიშნავს. შემდეგ იყო კანდიდატის სტატუსის არ მოცემა, შემდეგ „რუსული კანონის" ძახილი.
4 ოქტომბერს პირველადი ვერსიით საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ" იყო პრეზიდენტის სასახლე. საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება და პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა აღმოჩნდა. ეს იყო, რა „სატყუარაზეც" ისინი წამოეგნენ. იქ ეგონათ რომ არავინ იყო, არადა ორივე მხარე გამაგრებული იყო და თან სპეცრაზმის სხვა დანაყოფები იყვნენ ისეთ ადგილას, საიდანაც 10-15 წუთში უკვე იქ ე.წ. კოლოფს განალაგებდნენ. ჩვენ ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და სადღაც ინახებოდა პოლიციელების ფორმები. ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს. ვინც ამ იარაღთან უნდა წასულიყო, ამჟამად დაკავებული „ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსნის სახლთან მოძრაობდნენ და სატელეფონო ანძები მის სახლთან ფიქსირდებოდა 80%-ის შემთხვევაში. ორივე ავიყვანეთ, ერთს, თუ არ ვცდები, გვარად ფაღავას, ბათუმში, სახლში დიდძალი იარაღი აღმოაჩნდა, 150 სიმ ბარათი. ის, ვინც ვიდეოს უგზავნის უკრაინაში ვიღაცას, შემკვეთს, თავისი ხმით, ჭულუხაძე, ამჟამად ძებნილი, მას დაამარხინეს ეს იარაღი და ამასთან უნდა მისულიყვნენ ისინი, ვინც ახალაიას სახლთან 80%-ის შემთხვევაში დარაჯობდნენ ახალაიას, ან მისგან დავალებას ელოდებოდნენ. ამის შემდეგ ჩვენ იმ იარაღებთან წამსვლელი ხალხიც გავანეიტრალეთ, ის ხალხიც გზაში გავანეიტრალეთ, რომ გაიხედ-გამოიხედეს, კაციშვილი არ დახვდათ იქ. ეს იყო პრევენცია, თორემ, ის იარაღი და პოლიციელის ფორმები რომ იქ აღმოჩენილიყო, იმ იარაღს ვინ ვის მიუშვერდა, არავინ იცის, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ", პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ
,, საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული
მამუკა მდინარაძე - ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
,,არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს
,,როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე - ბევრჯერ გვითქვამს, მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა