მამუკა მდინარაძე - ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება

ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების" რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.ვიცე-პრემიერმა იმ ფაქტობრივ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ რევოლუციურ ზრახვებს ადასტურებს. მამუკა მდინარაძის თქმით, მანამდე ახალგაზრდებს არწმუნებდნენ და მათ ატრენინგებდნენ, რომ ერთისთვის ტერორისტი შეიძლება ვიღაცისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ყოფილიყო.„ძალიან კარგად იცით, როგორ იღებენ დავალებებს, როგორ ფინანსდებიან, გარედან რა გზებით შემოაქვთ თანხები. კანვასის და აკერმანის ტრენინგები ვახსენე და ახალგაზრდებისთვის უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ შეიძლება ერთისთვის ტერორისტი ვიღაცისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყოსო, ამაში ატრენინგებდნენ, სროლას ასწავლიდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ ვერ ხედავთ ფაქტებს, რომლის ფონზეც შეიძლება ძალადობრივი რევოლუციური ზრახვები ყოფილიყო? ფაქტებს რაც შეეხება - „იმედის" და სხვა ტელევიზიების ეთერში გავიდა ვიდეომტკიცებულება, არც თვითონ აპროტესტებს, არც მისი ადვოკატი და ამ ვიდეოს მიხედვით, ვინმე ჭულუხაძე ადასტურებს, რომ დავალება აქვს მიღებული და გადასცემს ამ დავალების შინაარსს, რომ - რაც თქვენ გინდოდათ, არ ინერვიულოთ არაფერზეო. საუბრობს იარაღების შესახებ, რომელიც 4 ოქტომბრისთვის იყო გამზადებული. უეჭველ ინფორმაციას გაწვდით, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცემულობის სახით, რომ იქ იარაღები ნამდვილად იყო. შამახიას სახლის ჩხრეკისას ნამდვილად აღმოჩნდა სიმ-ბარათები, რაც მოგიყევით. მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები ეყრდნობა ასეთ ფაქტობრივ მოცემულობასა და ლოგიკურ განაჩენს. კიდევ ერთი ფაქტობრივი მოცემულობა - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ის ადამიანი, რომლის ვიდეომტკიცებულებაც გამოქვეყნდა, ამავდროულად დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან", ჭულუხაძე რომ დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან", ყველამ დაადასტურა, უკრაინაში იმალება დღემდე, 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობასთან იგივე ადამიანია, ესეც ფაქტია. მათ შორის, წინა წელს, გავრცელებული იყო ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეშიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ამ ადამიანს ბრალი ვერ წარუდგინეს. ფიგურანტი იყო, როგორც მინიმუმ რაღაცის საქმის კურსში იყო,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ", პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ
,, საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - პაატა მანჯგალაძეს თვითონ უნდა ესმოდეს, რომ არ არის აუცილებელი, დანაშაულის უშუალო ამსრულებელი იყო, თანამონაწილეობის სხვა ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით, მერე მიხვდება, რა უნდა მოინანიოს, დადგა ადგილზე, სადაც ძალადობრივ აქციას აორგანიზებდნენ - ყველგან გამოიყენა პოლიტიკოსის იმიჯი, პლატფორმა საიმისოდ, რომ დაფიქსირებულიყო, როგორც ორგანიზატორი, ეს არის დანაშაული
მამუკა მდინარაძე - ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
,,არსებობდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, რაც დადასტურდა და ამოღებული იქნა იმავე ღამეს''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს
,,როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია''- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე - ბევრჯერ გვითქვამს, მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა
სოზარ სუბარი -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
თენგო თევზაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში ყოფნას თუ აპირებს, უნდა თქვას, ოღონდ მხოლოდ სიტყვა არ კმარა, ჩართული უნდა იყოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ალიანსის საქმიანობაზე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებიც მათ წინააღმდეგაა
შალვა პაპუაშვილი - "ნაცურ"იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა