საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესა და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული ვიზიტი, რადგან პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს.
„სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს ექნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ლიდერების. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს, ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა და ასევე განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სერბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. ვფიქრობთ, ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომ ასეთ მოკლე დროში ორი სახელმწიფო გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, გაზრდის საქართველოდან ექსპორტს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
კახა კალაძე - პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გიორგი შარაშიძე - არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი დაიწყო
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო საჭირო პირობების შექმნას
ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
ლევან მაჭავარიანი - ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან სამართალდამცველთა მისამართით, არცერთ სიტყვას არ გავუტარებთ
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს", პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე
პრემიერი - 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას
ფრაზებს აყალბებენ და ამით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას - გურამ მაჭარაშვილი
,,დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა და თავგანწირვაც ღირს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ", პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
„ერთ-ორ კვირაში, ფასების კომისიის ხელმძღვანელიდან დაწყებული, იმ სამსახურებით გაგრძელებული, ვისაც ეს ევალება, გადავხედავთ ყველა დეტალს''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოს დამოკიდებულებამ პატიმრებს შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ და მოენანიებინათ