ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"
„2026 წლის მაისის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 668 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მაისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია„ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული მონაცემები შეაფასა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებიც რეკორდულია - საქართველოდან, ჯამში, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 19.8%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.
„იანვარ-მაისის პერიოდში ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები და 10,439.7 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს არაერთი ინსტრუმენტი აქვს, რომელთა საშუალებითაც მხარს უჭერს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია სხვადასხვა ინსტრუმენტებით ეხმარება ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში.
„საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სწორედ ამას ემსახურება პროგრამები, რომლებიც ქვეყანას აქვს არაერთი მიმართულებით და რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს სხვადასხვა ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით ეხმარება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექსპორტის ზრდის დინამიკასა და მზარდ ტენდენციაში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მსგავსი სიახლეები
ვახტანგ ცინცაძე: „მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე"
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივნისს
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა
ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე - არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
ბაკიტ სიდიკოვი - ყირგიზეთსა და საქართველოს ბევრი რამ გვაერთიანებს, ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უნდა განვავითაროთ
მარიამ ქვრივიშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში"
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ივნისიდან - დოლარი 2.6586, ევრო - 3.0646, ფუნტი - 3.5514
ეროვნული ბანკი - საწვავის ფასების ზრდა როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას - სსფ
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს