17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე (გორის გვირაბები) დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე (გორის გვირაბები) სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 17 ივნისიდან 08:00 სთ-დან 20 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ხოლო, თბილისი-სენაკის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 22 ივნისიდან 08:00 სთ-დან 25 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
შიო მესამე - ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
16 ივნისის ამინდის პროგნოზი
ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
Tbilisi Open Air - ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება
15 ივნისის ამინდის პროგნოზი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაციას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წევრები დაესწრნენ
პატრიარქი შიო III - მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026"-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
შვილის გადარჩენის დროს, მამა დაიხრჩო - ტრაგედია კახეთში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს