ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერზეა განთავსებული.ანგარიშს მხარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ დაუჭირა.ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე".„ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი", - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია.„ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების" ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს; მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ მათ", - აღნიშნულია ანგარიშის პროექტში.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.„ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება" იქნება", - აღნიშნულია პროექტში.ამასთან დოკუმენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.„ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ მართლმსაჯულებასთან, ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურებთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.ამასთან, ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში.„ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის „იმედისა" და „პოსტვ"-ის როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში. აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას ამ მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ მსგავსი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაერთიანებული სამეფოს მაგალითს მიჰყვნენ და შესაბამისი შემზღუდავი ზომები მიიღონ", - ნათქვამია ანგარიშში.დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათ დაფინანსებაზე, მათ შორის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტრული ქმედებები კვლავ გაგრძელდება.ასევე, ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს სანქციების სიაში შეიყვანოს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას
,,მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის''- გრიგოლ გეგელია
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას - ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ლუქსემბურგში ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა
პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
ალექსანდრ ვუჩიჩი - გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას
ნინო წილოსანი - მაკრონი ამბობს, რომ ამერიკა კანონების მიღებას ვერ უკარნახებს, სასტიკია კარმა, გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა