ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს

 

კონსულტაციები მიმდინარეობს და განიხილება თეორიულად თუ ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე, შეიძლება წამყვან თანამდებობაზე ახალი ადამიანების დანიშვნა, ან წინა პირების ხელმეორედ არჩევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ პროცესის ფარგლებში შეიძლება, ძალიან ბევრი კანდიდატურა გაჟღერდეს, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარის.

„ადრეა იმაზე საუბარი, კონკრეტულად რომელ კანდიდატს შეიძლება, მხარი დაუჭირონ, რადგან არცაა კანდიდატები შერჩეული. როდესაც პარტიაში ყრილობისთვის ემზადებიან, შეიძლება წამყვან თანამდებობაზე ახალი ადამიანების დანიშვნა, ან წინა პირების ხელმეორედ არჩევა. ასეთ შემთხვევაში კონსულტაციები მიმდინარეობს და მხოლოდ ერთ კანდიდატზე არ არის საუბარი. შეიძლება მეც, როგორც პარტიის წევრს, მყავდეს ორი ან სამი კანდიდატი. კონსულტაციები მიმდინარეობს და განიხილება თეორიულად თუ ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე. ასევე არაა გამორიცხული, რომ ის თანამდებობები, რომლებსაც ახლა იკავებენ წამყვან პოზიციებზე ადამიანები, შეიძლება მომავალშიც დაიკავონ. თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო იმსახურებს ჩვენგან სათანადო პატივისცემას. ის რომ ყრილობა ჩატარდება და შეიძლება ვნახოთ ცვლილებები, ესეც ფაქტია", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას გვერდის ავლით მიიღო თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის შეთავაზების გადაწყვეტილება, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ პარტიაში მსგავსი პროცესები გვერდის ავლით არ ხდება.

„თავმჯდომარეს ირჩევენ დელეგატები, ეს პარტიაში ყველამ იცის. ჩვენთან ჩატარებულა პლურალისტური და კონკურენტული არჩევნებიც. არავინ იტყუება, მათი ფრაზები არ გამორიცხავს იმას, რასაც გეუბნებით. შეიძლება იყოს კონსულტაციები და განხილვა, თუ ვინ იქნება  თავმჯდომარე. როდესაც კანდიდატები ოფიციალურად დასახელდება, გახდება ცნობილი ქალბატონი თინა აპირებს თუ არა, ან სხვები, მაშინ შეიძლება კითხვა დაისვას. მანამდე დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს გეტყვით. ამ პარტიაში გვერდის ავლით არ ხდება არაფერი. ოფიციალური პროცესი არის - როდესაც კონკრეტული კანდიდატურები შეიძლება დააყენონ კონკრეტულმა პირებმა და მათ შორის კონკრეტულ ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ ეს იქნება - ასეთი რამ არ ყოფილა. ძალიან მარტივად - დელეგატები ირჩევენ თავმჯდომარეს, მანამდე კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ კონსულტაციის ფარგლებში შეიძლება, ძალიან ბევრი კანდიდატურა გაჟღერდეს, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარის", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აღნიშნა, პარტიაში ფიქრობენ, რომ თინა ბოკუჩავამ დაკისრებულ მოვალეობებს კარგად გაართვა თავი.

„ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარტია. გვახსოვს, რამდენი ტურბულენცია იყო, როგორც შიდაპოლიტიკური, ისე ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ის რთულ პასუხისმგებლობებს გაურბის. კონკრეტულ მომენტში თინა ბოკუჩავამ შეიძლება ჩათვალოს, რომ კვლავ სურს გაგრძელება, ან მიიჩნიოს, რომ არ გააგრძელოს. ეს მისი გადასაწყვეტია და მას პატივს ვცემთ. მიგვაჩნია, რომ მშვენივრად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. რაც შეეხება მე ვის დავუჭერ მხარს, ჯერ არ არსებობს კანდიდატურები. შეიძლება, გონებაში ვიღაცებზე ვფიქრობდე, თუმცა ამაზე ნაადრევია საუბარი. ესაა პარტიის გადაწყვეტილება და არა ცალკეული პირების. ჩვენ პოლიტსაბჭოზე დავამტკიცეთ საფუძვლიანი რეფორმირების გეგმაც, რომლის ავტორებიც არიან, როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. საინტერესო იდეები აქვთ როგორც გია ბარამიძეს, ისე ლევან სანიკიძესაც", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

ფავლენიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა" „ოპოზიციის ალიანსის" დატოვებას არ აპირებს.

„ალიანსი არ დაგვიტოვებია და არც მათ გაუკეთებიათ განცხადება. ამ კითხვას რეალურად საფუძველიც არ აქვს - ვართ ალიანსში. გასაგებია რომ რთულია ეს პროცესი იყოს, ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე წარმატებული თანამშრომლობა. მიუხედავად იმ პიროვნული თავდასხმებისა, რომლის მოგერიებაც გვიწევდა ამდენი კვირის მანძილზე, ალიანსი არ დაგვიტოვებია. ტაქტიკური მიზეზები , რის გამოც ალიანსში ვიყავით, იგივეა", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
„ფეხბურთის ზავი“ ახლო აღმოსავლეთში - ავთანდილ წულაძე
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის​ ახალ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას
,,მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის''- გრიგოლ გეგელია
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას - ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ლუქსემბურგში ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა