ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე

ევროპარლამენტის დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, რადგან მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მან უპასუხა კითხვას - რა ფონი იქმნება იმ განცხადებებით თუ რეზოლუციებით და იმ ხმაურით, რაც საქართველოს ირგვლივ არის?

 

„რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. თავად ევროპელი პოლიტიკოსების, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზეო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად, მათ დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე რამდენი წელიწადია მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრმა.

 

მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეომიმართვას, სადაც მან თქვა: „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო".

 

„ქალბატონმა რასამ ღიად იცის ხოლმე რაღაცების თქმა, რაც ნათელს ფენს მთლიანად დამოკიდებულებას ამ პროცესებისადმი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რისთვის იყო 2022 წელს გააქტიურებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. კიდევ უფრო ჩანს რამდენად ჰქონდა ინსტრუმენტის ხასიათი ევროკავშირში გაწევრიანების შეთავაზებას ომში მყოფი უკრაინისთვის და ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის. ომი იყო საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირი დაფიქრებულიყო გეოპოლიტიკურ აუცილებლობაზე? რთული აღიარებებია ქალბატონი რასას მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაცია ევროკავშირთან ჩვენი ისტორიიდან, იდენტობიდან, კულტურიდან გამომდინარე, ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე, სადაც ჩვენ თავს ვხედავთ და ამ დროს, სხვებისთვის სულ სხვაგვარი ინსტრუმენტი ყოფილა, ასე ამბობენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს