მაკა ბოჭორიშვილი: რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა - ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE" ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ არსებულ განსხვავებულ მიდგომებსა და ევროკავშირის შიგნით თანასწორუფლებიანობის პრინციპის ცვლილებაზე ისაუბრა.

 

მინისტრის შეფასებით, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები საერთოდ არ დაწყებულა, ამასთან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აჩენს კითხვებს მისი თანმიმდევრულობის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კანდიდატი ქვეყნების ნაწილი წლებია მოლაპარაკებების პროცესშია.

 

„საქართველოსთან საერთოდ საუბარიც არავის დაუწყია. თქვენ იცით, რომ დაანონსდა უკრაინის და მოლდოვის მოლაპარაკებების გახსნა, პირველი კლასტერების. საქართველოსთან ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ, რომ საუბარი დაიწყონ ზოგადად გაფართოების საკითხზე. იმ ქვეყნებს რომ შევხედოთ ვისთანაც წლებია და ათწლეულებია უკვე მოლაპარაკებების პროცესი მიდის, ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა, თუნდაც თურქეთის კანდიდატობა და ამ პოლიტიკის ნაწილად წარმოდგენა იმ პირობებში. ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით. არამხოლოდ თურქეთი, ძნელად წარმომიდგენია დასავლეთ ბალკანეთის ბევრი ქვეყანაც. მოლდოვაზე ცოტა გამიჭირდება თავის დადება მაშინ, როდესაც მოლდოვა მზად არის განიხილოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში მისი მომავალი. აქ რთულია ისაუბრო სუვერენული უფლებების სიმტკიცეზე და ამ სურვილზე მის ხელისუფლებაში", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც, მისი თქმით, სულ უფრო სადავო ხდება, ეს კი დამატებით გაურკვევლობას ქმნის როგორც კანდიდატი ქვეყნების, ისე თავად ევროკავშირის მომავლისთვის.

 

„ეს არის კავშირი, რომელსაც უნდა აერთიანებდეს საერთო ინტერესები და ვის საერთო ინტერესებზე ვსაუბრობთ მაშინ, თუკი ვიღაცის ინტერესი მიუღებელია კავშირისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ აქ საერთო ინტერესები, თანასწორუფლებიანობა და ზოგადად თანასწორი მიდგომები ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუკი არ შეიძლება რომ უნგრეთს რაღაც დროს, რაღაც დროს სლოვაკეთს, ან ბულგარეთს ან ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდეს საკუთარი უფლება, რომ გააჟღეროს პოზიცია და გავლენა მოახდინოს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს ჯერჯერობით ასე ვთქვათ, განხილვის საგანია. ეს როგორ აისახება თავად გაფართოების პროცესში ამას დრო გვაჩვენებს, რამდენად წამოვლენ ამ შეთავაზებაზე თუნდაც კანდიდატი ქვეყნები, რამდენად მისაღები იქნება მათთვის. თუმცა უკვე ხმამაღლა ამაზე საუბარიც ბევრ რამეზე მიანიშნებს, თუ რამდენად შეცვლილია უკვე ევროკავშირის არსი და ევროკავშირის დამოკიდებულება თუნდაც თანასწორუფლებიანობასთან," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი: "არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა"
მაკა ბოჭორიშვილი: რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა - ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად
მაკა ბოჭორიშვილი: "ბატონი ჯო ვილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას"
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი