სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა

რუსეთი უკრაინის იმ ობიექტებზე გააგრძელებს მასშტაბური დარტყმების განხორციელებას, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვზე უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ლავროვის თქმით, კიევის რეჟიმის მიერ მოსკოვის რეგიონზე განხორციელებულ თავდასხმას რეალური ნაბიჯები უნდა მოჰყვეს პასუხად.

 

„შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ, კიევის ტერორისტის მორიგი გამოხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ რეგულარულად განვახორციელებთ მასშტაბურ ჯგუფურ დარტყმებს იმ სამიზნეებზე, რომელთა მდგომარეობაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ეს ამოცანა მთავარსარდალმა დააყენა, ჩვენი შეიარაღებული ძალები მას ასრულებენ და გააგრძელებენ შესრულებას. ვფიქრობ, ყველა სწორი სიტყვა უკვე ითქვა, მაგრამ დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვები საკმარისი არ არის", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ცნობისთვის, 18 ივნისს მოსკოვი ბოლო ორი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია დაახლოებით 200 უპილოტო საფრენი აპარატი.

 





მსგავსი სიახლეები
სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო
სომხეთის ცესკო-მ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა
ირანის საგარეო უწყება - სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი
ემანუელ მაკრონი - "დიდი შვიდეულის" ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
დრონების დახმარებით, ყირიმი იზოლირებულია და, როგორც ჩანს, მალე კუნძულად გადაიქცევა, რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება -უკრაინის თავდაცვის მინისტრი
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა