პრემიერ-მინისტრმა "სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, „სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს სტუდფესტის წარმატებით ჩატარება მიულოცა.

„20 ათასზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული წლევანდელ ღონისძიებებში. სტუდფესტმა წელს ღონისძიებების გამორჩეულად ფართო სპექტრი მოიცვა. მარტო გარბენში ჩართული იყო 2000-ზე მეტი ადამიანი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმზე მეტყველებს, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ გამარჯვებულებს! ჩვენი ვალია, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. შეგვიძლია, დავდოთ პირობა, რომ სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და კიდევ უფრო გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დედაქალაქის მერს და მერიას, რუსთავის მერს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდებს „სტუდფესტი 2026-ის" წარმატებით ჩატარება მიულოცეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მინისტრმა სტუდფესტის ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სტუდფესტი 2026-ის" გამარჯვებულის ჯილდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.

ფესტივალის დახურვის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდფესტის მონაწილეები დაესწრნენ.

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა "სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
„რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას... სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
17 ივნისის ამინდის პროგნოზი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - SILVAR-ის საქართველოში ოპერირებისას მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ვალდებულებების სრული დაცვით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს