პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და ქუთაისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს და ცხრა ობიექტი დალუქეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
„სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა წარმოადგენდა.
გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
სულხან თამაზაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს
რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
„ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცხეთა-მთიანეთში უხვი ნალექისა და წყლის ნაკადის მატების გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი
კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა